გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყევტაზე: "გიჟი ქალაქს მიდიოდაო”, ასეა ზურაბიშვილის საქმე - ჯერ იყო და სასწრაფოდ უნდა შევუწყვიტოო, მერე - ჯერ არაო და ახლა შეუწყვეტია

17-10-2023

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას სოციალურ ქსელში აფასებს.


ქადაგიძის თქმით, ფარცხალაძისთვის არც მოქალაქეობის სასწრაფოდ შეწყვეტას და არც გადავადებას ჰქონია სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები “გლობალური ომის პარტიის” დაკვეთებს ეფუძნება.


“გიჟი ქალაქს მიდიოდაო”…


ასეა, ზურაბიშვილის საქმე. ჯერ იყო და სასწრაფოდ უნდა შევუწყვიტოო, მერე - ჯერ არაო და ახლა შეუწყვეტია…


სისულელეში ბადალი არ ჰყავს, თუმცა არც იმდენად, რომ სისულელეს დაბრალდეს… სამწუხარო რეალობა ისაა, რომ არც სასწრაფო შეწყვეტასა და არც გადავადებას ჰქონია სამართლებრივი საფუძველი. ერთადერთი, რასაც სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ეფუძნება, მხოლოდ პოლიტიკური ინსინუაციები და კონსტიტუციის შებღალვის ხარჯზე, გლობალური ომის პარტიის დაკვეთებია!” - წერს ზურაბ ქადაგიძე.