გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეს იყო ცილისწამება ჩემსა და ჩემი შვილის წინააღმდეგ, სარჩელიც მაქვს შეტანილი და ფიზიკური პირისგან ვითხოვ ბოდიშს - თავდაცვის მინისტრი

17-10-2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. ჯუანშერ ბურჭულაძეს შეკითხვა მისი ოჯახის წევრების ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით დაუსვეს, თითქოს მის შვილს რუსეთის მოქალაქესთან ერთად, აბანოს ბიზნესი აქვს, რაზედაც მინისტრმა განაცხადა, რომ ცრუ ბრალდებებისთვის მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა და აღნიშნა, რომ პროცესის მოგებას აუცილებლად შეძლებს.


„თქვენი მეგობრები იმალებოდნენ სარჩელის არ მიღებაზე რამდენიმე თვე, ბოლოს მიიღეს სარჩელი და მე ამ პროცესს, რა თქმა უნდა, მოვიგებ, რადგან ეს იყო აბსოლუტურად მოგონილი ტყუილი.


შეიარაღება, სოციალური პაკეტები არ იზრდება და თქვენი ბიზნესი იზრდებაო, არ ვიცი ამაში რას გულისხმობთ. ერთი საათი ვისაუბრე იმის შესახებ, თუ რა იზრდება და რა შედეგები მოჰყვა კონკრეტული, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.


„ჯარისკაცების სოციალური პირობები გვაქვს ისეთი, არასდროს რომ არ გვქონია. ამ სოციალური პირობების დამატებით, გარანტიები გავეცით სოციალური, ეს იქნება განგრძობითი და გარანტირებული პროცესი. ბინებით უზრუნველყოფა იქნება გარანტირებული პროცესი, ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით,“ - განაცხადა მინისტრმა.


ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, მისი ოჯახის წევრი 1995 წლიდან არის ჩართული ბიზნეს საქმიანობაში.


„თქვენ გეშლებით მე თქვენს ხელისუფლებაში - კეზერაშვილი, რომელიც მართლა მათხოვარი მოვიდა ხელისუფლებაში და მილიარდერი წავიდა. ასევე, კარგად მახსოვს თქვენი ლიდერიც, რა ქონებით მოვიდა და წავიდა მისი ოჯახი“, - აცხადებს ბურჭულაძე.