გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ანრი ოხანაშვილი: საზოგადოებას აქვს შეკითხვა, თუ კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა პრეზიდენტმა, ლოგიკურია, თანხაც უნდა გამოიყენოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუ ამას არ აკეთებს, დასკვნა მარტივია - ის თვლის, რომ კონსტიტუციის შესაბამისად არ მოქმედებდა

18-10-2023

თუ კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებდით, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა, რომელიც განკუთვნილია კანონის შესაბამისად მოქმედებისთვის, რატომ არ გამოიყენეთ? გეგმავთ თუ არა შემდგომშიც, ვიზიტს თუ დაგეგმავთ მთავრობის თანხმობის გარეშე, ისევ თქვენი პირადი სახსრებით დააფინანსოთ ეს ვიზიტები? რელევანტური იყო თქვენი ნაბიჯი და ქმედება თქვენი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თუ ეს იყო უბრალოდ ცერემონია? - ამ კითხვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თამჯდომარე ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის განხილვა მიმდინარეობს.

 

როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური შეკითხვა, თუ კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა პრეზიდენტმა, ლოგიკურია, რომ თანხაც უნდა გამოიყენოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუ ამას არ აკეთებს, აქედანაც დასკვნა მარტივია - ის თვლის, რომ კონსტიტუციის შესაბამისად არ მოქმედებდა.

 

„ქალბატონი სალომე ალბათ თვალყურს ადევნებდა საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესებს. ქალბატონო სალომე, თქვენმა წარმომადგენლებმა ისაუბრეს თანხების არგამოყენებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მაინტერესებს და ჩვენ საზოგადოებასაც ვფიქრობ, აქვს ლეგიტიმური შეკითხვა - თქვენ, თქვენი წარმომადგენლები ამტკიცებდით და დღესაც ამტკიცებთ, რომ მოქმედებდით კონსტიტუციის შესაბამისად, თქვენი ვიზიტები იყო კონსტიტუციის ნორმებით ნებადართული და შესაბამისად, თქვენ გქონდათ ამისი ლეგიტიმაცია.


შეკითხვა - თქვენ თუ კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებდით, სახელმწიფო ბიუჯეტი თქვენთვის ითვალისწინებს კონკრეტულ თანხებს კონსტიტუციური და ლეგიტიმური ნაბიჯებისთვის, უთხარით ჩვენს საზოგადოებას და იქნებ ჩვენც გვითხრათ, თუ კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებდით და თქვენი ვიზიტები იყო კონსტიტუციასთან თანხვედრაში, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა, რომელიც განკუთვნილია კანონის შესაბამისად მოქმედებისთვის გამოსაყენებლად, რატომ არ გამოიყენეთ?

 

საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური შეკითხვა, თუ კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა პრეზიდენტმა, ლოგიკურია, რომ თანხაც უნდა გამოიყენოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუ ამას არ აკეთებს, აქედანაც დასკვნა მარტივია, რომ ესე იგი, ის თვლის, რომ კონსტიტუციის შესაბამისად არ მოქმედებდა. და ასევე, გეგმავთ თუ არა შემდგომშიც, ვიზიტს თუ დაგეგმავთ მთავრობის თანხმობის გარეშე, რომ ისევ თქვენი პირადი სახსრებით, როგორც თქვენ აღნიშნეთ, დააფინანსოთ ეს ვიზიტები?

 

და ბოლო შეკითხვა - განსხვავებულ აზრში ასეთი რამ დაწერა სამმა მოსამართლემ და პრაქტიკულად, თქვენი წარმომადგენლებიც ამას ამბობდნენ, რომ ეს შეხვედრები, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებდა, არ იყო მიმართული რელევანტური ქმედებისკენ, ანუ, ეს არ იყოო რელევანტური ქმედება, ეს იყო უბრალოდ ცერემონია. თქვენ ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენი ჩასვლა და საუბარი 12 პუნქტიან გეგმაზე იყო ცერემონია და ცერემონიის გამო უნდა მოგვცენ ჩვენ კანდიდატის სტატუსი თუ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით სასაუბროდ? ესეც რომ უთხრათ საზოგადოებას - რელევანტური იყო თქვენი ნაბიჯი და ქმედება თქვენი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თუ ეს იყო უბრალოდ ცერემონია?“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.