18-10-2023
არც ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს დღეს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს პირველი - იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც განვიხილავთ, ანუ, არ მოუტანია არგუმენტი, თუ რატომ შეიძლებოდა ნდობა გამოეცხადებინა საქართველოს მთავრობას სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც აცხადებდა, რომ შარშან არ ვიმსახურებდით და არც წელს ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, მითუმეტეს, ამ ფონზე და მეორე - არც ერთი არგუმენტი ყოფილა იმასთან დაკავშირებით, თუ ასეთი არსებობს რეალობაში, რატომ არ დაარღვია სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საკითხის განხილვა მიდის, რაზეც არგუმენტები უნდა იქნას წარმოდგენილი და ასეთი არგუმენტების გარდა ილაპარაკეს ყველაფერზე, იკადრეს ყველაფერი.
„პარადოქსი ის გახლავთ, რომ არც ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს დღეს არ ულაპარაკია და არცერთი სიტყვა არ უთქვამს პირველი - იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც განვიხილავთ, ანუ, არ მოუტანია არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლებოდა ნდობა გამოეცხადებინა საქართველოს მთავრობას სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც აცხადებდა, რომ შარშან არ ვიმსახურებდით და არც წელს ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, მითუმეტეს, ამ ფონზე, ამისი არცერთი არგუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა, თუ არადა, შემახსენეთ და მეორე - არც ერთი არგუმენტი ყოფილა იმასთან დაკავშირებით, თუ ასეთი არსებობს რეალობაში, რატომ არ დაარღვია სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია. იმ საკითხის განხილვა მიდის, რაზეც არგუმენტები უნდა იქნას წარმოდგენილი და ასეთი არგუმენტების გარდა ილაპარაკეს ყველაფერზე, იკადრეს ყველაფერი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.