გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს კონსტიტუციამ პრეზიდენტი კუთხეში მიაყენა და ღირსება აღიდგინა

18-10-2023

„როცა პრეზიდენტი ბედავს და საქართველოს პარლამენტში დეპუტატების კითხვებს აბუჩად იგდებს, სულ ცოტა, პრეზიდენტის სავარძელს არ იმსახურებს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტში ჩატარებული პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა შეაფასა, რომელიც ჩავარდა.


„საქართველოს კონსტიტუციამ პრეზიდენტი კუთხეში მიაყენა და ღირსება აღიდგინა. პრეზიდენტი ყველა კონსტიტუციურ ორგანოსთან კონფლიქტშია - ამბობს, რომ ქვეყანაში არ არის დემოკრატია და არც ერთი ინსტიტუტი არ არის დამოუკიდებელი, გარდა პრეზიდენტის ინსტიტუტისა.


როცა პრეზიდენტი ბედავს და საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს უთითებს, თუ ვინ უნდა შევიდეს და ვინ - არა; აბუჩად იგდებს მათ კითხვებს, მათ შორის ოპოზიციონერებისას; პასუხს არ სცემს მათ და დარბაზში დამცინავად შედის და გამოდის, ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ სულ ცოტა, პრეზიდენტის სავარძელს არ იმსახურებს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.