გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კურტ ვოლკერი: ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა საზოგადოებრივი როლით პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელად, ეს შესაბამისი და გონივრული გადაწყვეტილებაა  

11-09-2018


„მესმის იმ ჩივილების, როდესაც ბიძინა ივანიშვილი წასულია პოლიტიკიდან, თუმცა მაინც ინარჩუნებს გავლენას. ის დაბრუნდა საზოგადოებრივი როლით პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელად, ეს შესაბამისი და გონივრული გადაწყვეტილებაა” - განაცხადა  მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“.

მისი თქმით, „მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ ინსტიტუტები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიისათვის არის საჭირო. საპრეზიდენტო არჩევნებში კი ვოლკერის მთავარი რეკომენდაციაა მოსახლეობამ იაქტიუროს და ხმა თავის რჩეულს მისცეს.

რაც შეეხება რუსეთს, ვოლკერის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც საქართველოს შეუძლია, ეს ქვეყნის გაძლიერებაა - კანონის უზენაესობით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, ძლიერი ეკონომიკის განვითარებით, ინსტიტუტების გაძლიერებით.

„ეს საქართველოს პასუხი იქნება. რუსეთი აგრესიულია და ძლიერია, მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, მაგრამ მისი შეკავება შესაძლებელი იქნება სწორედ ამ მიმართულებების გაძლიერებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯი გადადგა იმ ადამიანებთან კონტაქტის აღდგენის კუთხით, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ამ ხალხმა უნდა იგრძნოს ზრუნვა და დახმარება. ერთადერთი დაბრკოლება რუსული ძალის არსებობაა” - განაცხადა ვოლკერმა.