გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე ICARDA-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

19-10-2023

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე, ნოდარ ხატიაშვილი მშრალი რეგიონების სასოფლო-სამეურნეო კულტურათა კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARDA) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ცენტრსა და ICARDA-ს შორის სოფლის მეურნეობის მეცნიერების კუთხით თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრა.


ICARDA-ს უზბეკეთის რეგიონულმა მენეჯერმა, აკმალ აკრამხანოვმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის ლაბორატორია დაათვალიერა და ლაბორატორიის მუშაობის ძირითად მიმართულებებს გაეცნო.


მშრალი რეგიონების სასოფლო-სამეურნეო კულტურათა კვლევის საერთაშორისო ცენტრი (ICARDA) 1975 წლიდან ახორციელებს კვლევის განვითარების პროგრამებს მსოფლიოს მშრალი ზონების 50 ქვეყანაში.  ცენტრი აერთიანებს კავკასიის, მცირე, წინა და ცენტრალური აზიის კვლევით ინსტიტუტებს და სამეცნიერო ცენტრებს. ქსელში გაერთიანებულ ორგანიზაციებს აღნიშნული საერთაშორისო სასელექციო ცენტრებიდან მიეწოდებათ გაუმჯობესებული სასელექციო მასალა, რომელიც წარმოდგენილია სუფთა ხაზებამდე მიყვანილი ჰიბრიდული ფორმებით და პერსპექტიული გენოტიპებით. ახალი ჯიშის მისაღებად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასელექციო-საწყისი მასალის მრავალფეროვნებას, მათ შესწავლას, რეგიონისათვის საუკეთესოს შერჩევას და გამოცდას.


შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების სერტიფიცირების დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის უფროსი თამარ ჯინჯიხაძე და მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი ცოტნე სამადაშვილი ესწრებოდნენ.