გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის გეგმაზე: ზურაბიშვილი სურთ დააყენონ ალტერნატიული მთავრობის შექმნის პროცესის სათავეში, როგორც ამის მცდელობა იყო ე.წ. „მესამე ძალის“ სახით ლომჯარიას, გახარიას, „ლელოს“ და სხვების წარმოჩენის შემთხვევაში

19-10-2023

რატომ არ დაუჭირა მხარი ოპოზიციამ პრეზიდენტის იმპიჩმენტს და რა სქემის ნაწილი იყო პარლამენტში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები. ამ თემაზე ისაუბრა ვრცლად ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა და განმარტა, რომ მთელი ეს პროცესი ერთი დამკვეთის დავალების შესრულების შედეგია.

 

„მარტივადაა საქმე, ერთი კვირის წინ მქონდა საუბარი, როცა მკითხეს სააკაშვილის პოზიციაზე, რომ ზურაბიშვილთან დაკავშირებული პროცესები ივანიშვილის თამაშია. სააკაშვილმა დაინახა კონკურენტი სალომე ზურაბიშვილის სახით, მას ჰქონდა რეაქცია, დაინახა რა, რომ გადადის მეორე პლანზე და ეს განცხადებები გააკეთებინა მათ, ვინც ოპოზიციაში მის დაქვემდებარებაში იყო.

 

მთავარია ის, რომ მათ ჰყავთ ერთი დამკვეთი და ამიტომ ვერ წავიდნენ იმპიჩმენტის პროცედურაზე და არ მიიღეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ისინი შეთანხმებული იყვნენ არ შემდგარიყო იმპიჩმენტი და იცოდნენ ოპოზიციის წინასწარი განწყობა. წარმოგიდგენიათ, ისხდნენ ერთ ოთახში საკუთარ მანდატებთან ერთად, რაც ნიშნავდა იმას, რომ საკუთარ თავსაც არ ენდობოდნენ. ასეთ დღეში იყვნენ, ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვიხუმროთ, მაგრამ ვნახეთ, რომ ეს ადამიანები არიან შემსრულებლები, ოღონდ ცუდი შემსრულებლები. იმდენად არ ენდობიან ერთმანეთს, რომ დარბაზში ყოფნის შემთხვევაში, შეიძლება ვინმეს ხელი დაეჭირა პულტზე. მოცემულობაა ასეთი, სააკაშვილმაც ვერ მოითმინა, ისიც ხომ ნაწილია საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების, როგორც სალომე ზურაბიშვილი და როგორც ეს რადიკალური ოპოზიცია და ეს აშკარად ჩანს,“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

მისი თქმით, რეალურად, იქმნებოდა ფონი, რომ პრეზიდენტს თითქოს ხელი ეშლებოდა წარემართა საუბრები მაკრონთან და სხვა ლიდერებთან ქვეყნის კეთილდღეობაზე.

 

„ამ დროს, თავად ზურაბიშვილის განცხადებები 26 მაისთან დაკავშირებით, საუბრები ელჩებთან სტატუსის თემაზე, რომ თითქოს საქართველო არ იყო ღირსი სტატუსის, ეს ხომ მთელი მსოფლიოს გასაგონად ხდება, როცა როგორც პრეზიდენტი ისე გამოდიხარ? ანუ, რასთან გვაქვს საქმე? ეს არის დამკვეთის, გლობალური ომის პარტიის სქემა.

 

მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რომ პროცესები არ შეჩერებულა, მიუხედავად აშშ-ის ახალი ელჩისა და თითქოს ურთიერთობების დათბობის მცდელობისა, გამოწვევა გამოწვევად რჩება. ეს მოცემულობაა მსოფლიოში და ამას ვერ შეცვლი. ჩვენ ჩვენი მხრიდან უნდა ვკონცენტრირდეთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ძალიან ბევრი ინფორმაციაა ჩვენს გარშემო, ძალიან სწრაფად იცვლება პროცესები, ხომ ხედავთ, რუსეთს დაუწყეს საუბარი, რათა პროცესებმა მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლოს,“ - განაცხადა პარლამენტის წევრმა.

 

ამ გამოწვევების ფონზე, რა როლი აქვს საქართველოს და რა არის მისი მთავარი მიზანი, ამაზე საუბრისას ყაველაშვილი აქცენტს უსაფრთხოებასა და მშვიდობის შენარჩუნებაზე აკეთებს. „ყველაფერ ამაში, ჩვენ ჩვენი ინტერესი გვაქვს - საქართველო უნდა გადარჩეს, მშვიდობა უნდა იყოს. აქ ბევრი ქვეყნის ინტერესი ფიგურირებს, მაგრამ სუს-ის განცხადებები იყო საწყისი ეტაპი. დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს პროვოკაციისა და სხვადასხვა არეულობის მოხდენის საფრთხე. ეს ადამიანები, ვისზეც ჩვენ ვსაუბრობთ, გაშიფრულები არიან და მათზე არც ღირს აქცენტების გაკეთება.

 

ახლა გეტყვით სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით რა მზაკვრულ გეგმაზე იყო საუბარი. წინასწარ იყო დადგმული და ჩაფიქრებული ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს არ ჰქონდა მთავრობისგან საზღვარგარეთ ვიზიტების განხორციელების უფლება და ნებართვა, მას ეს უნდა გაეკეთებინა. ანუ, მთავრობა დააყენა კედელთან, აინტერესებდა გამოუცხადებდნენ, თუ არა მას იმპიჩმენტს და ამავდროულად, იცოდა, რომ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე, ეს არ მოხდებოდა. პროცესი საითკენ მიდის იცით, სააკაშვილი, პოლიტიკური ცხოველი რომაა და ვერ ითმენს, ხედავს, რომ ზურაბიშვილი წინა პლანზეა და სურთ მისი გამოყენება თითქოს ოპოზიციის ლიდერად.

 

ზურაბიშვილი სურთ დააყენონ ალტერნატიული მთავრობის შექმნის პროცესის სათავეში, როგორც ამის მცდელობა იყო ე.წ. „მესამე ძალის“ სახით ლომჯარიას, გახარიას, „ლელოს“ და სხვების წარმოჩენის შემთხვევაში. ანუ, უნდა მუსირებდეს არეულობის, გამოსვლების, დესტაბილიზაციის თემა და პარალელურად, როგორც სააკაშვილმა ვერ მოითმინა და თქვა, ასპარეზზე უნდა გამოვიდეს ზურაბიშვილი, ვინაიდან დაინახა, რომ თავად მეორე პლანზე გადადის.

 

ეს არ არის სავარაუდო გეგმა. მერწმუნეთ, ეს დამტკიცებული გეგმაა და ის ვერ სრულდება მხოლოდ იმიტომ, რომ ვმუშაობთ ჩვენ, მუშაობს საქართველოს ხელისუფლება, მუშაობს სუს-ი და ამ ეტაპისთვის მომზადებულია საზოგადოება, ამიტომ გეგმა სავარაუდო არ არის, გეგმა, ნამდვილად არსებობს,“ - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.