გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: „რუსული მშვიდობაო“, პაატა მანჯგალაძემ თქვა, ასეთი ტერმინი შემოვიდა, გილოცავთ ოპოზიციას, რა მარაზმში არიან, ალბათ ყველა ხვდებით

20-10-2023

„რუსული მშვიდობაო“, პაატა მანჯგალაძემ თქვა, ასეთი ტერმინი შემოვიდა, გილოცავთ ოპოზიციას, რა მარაზმში არიან, ალბათ ყველა ხვდებით - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, კოდალასავით რუსულის ტვინში ჩაჭდვით, ოპოზიციამ ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანს ქართულად, რუსული დაარქვა და საქართველოში რაღაც პროცენტს სჯერა, რომ ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი ქართულად არის რუსული.

 

„რუსული ხომ ყველაფერი გაგიგიათ ამათი გადამკიდე, Fara-ც ხომ რუსულად მონათლეს, ამერიკული კანონი პირდაპირ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე რუსულად მონათლეს. ჩვენ გვყავს რაღაც პროცენტი საქართველოში, რომელსაც სჯერა, რომ ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი ქართულად არის რუსული.

 

პიარის რაღაც მწვერვალს მიაღწიეს. ვიღაც იტყვის უტიფრობის ფსკერიო, მაგრამ უნდა ვუღიაროთ, რომ რუსული, რუსული, რუსული -კოდალასავით ტვინში ჩაჭედვებით, ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანს ქართულად დაარქვეს რუსული. ყველაფერი გავიგეთ რუსული, რუსული ქცევა, ევროკავშირისკენ რუსული სწრაფვაც, მაგრამ დღეს რა თქვეს არ იცით? „რუსული მშვიდობაო“, პაატა მანჯგალაძემ, ასეთი ტერმინი შემოვიდა, გილოცავთ ოპოზიციას, რუსული მშვიდობაო, ეს არ არსებობსო, დააყოლა თვითონ, დააზღვია. რუსული მშვიდობაც გვაქვს, რა მარაზმში არიან, ალბათ ყველა ხვდებით და ეს შემთხვევით კი არ გამოიყენა, ამას გააგრძელებენ, ილაპარაკებენ, მერე რუსული მიხვრა-მოხვრა გვექნება, რუსული წარმატება, „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრი, პოლიტიკას დაანებეთ თავი, რამე სფეროში, სხვაგან, წარმატებას რომ მიაღწევს, ეს იქნება რუსული წარმატება. ამ მარაზმში იქნებიან და აქ იქნება მათი მთავარი საყრდენი, ამ „სიმართლეზე“ იქნება მათი პიარ სტრატეგია აგებული“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.