გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პაატა კვიჟინაძე: სტიქიებით დაზარალებული, გაჭირვებული ხალხი ელოდება, რომ მიიღოს თანხა და ამას ვერ ვაკეთებთ, რადგან ზურაბიშვილი გაზრდილ ბიუჯეტს ხელს არ აწერს - წარმოუდგენელი რამ ხდება

20-10-2023

წარმოუდგენელი რამ ხდება, ასეთი რამ არც მახსენდება რომ მომხდარიყოს. სააკაშვილიც იყო პრეზიდენტი ხელი მოაწერა, მარგველაშვილიც, თვითონაც და ასეთი რამ არ მომხდარა, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ამ დრომდე არ მოუწერია ხელი 2023 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიისთვის.

 

კვიჟინაძის განმარტებით, იწურება პროგრამების შესრულების დრო, თუმცა იმის გამო, რომ ზურაბიშვილი ამ დრომდე არ აწერს ხელს აღნიშნულ ფინანსურ დოკუმენტზე, ხალხი, რომელთა შორის სტიქიით დაზარალებულებიც არიან, თანხის მიღებას ვერ ახერხებს.

 

„უკვე მეორე კვირა გადის და პრაქტიკულად იწურება დრო, რომ ის პროგრამები შესრულდეს, რაზეც ეს თანხა იყო. აუცილებლად გადასახდელია თანხა, მაგალითად სტიქიები, გაჭირვებული ხალხი ელოდება, რომ მიიღოს თანხა და ამას ვერ ვაკეთებთ.


ამ ბიუჯეტთან დაკავშირებით, რეალურად, ოპოზიციასაც კი არ ჰქონია რაიმე შენიშვნა ცენტრალურ საკითხებზე, მაჩვენებლებზე, ბიუჯეტის დეფიციტზე - ასევე მოსწონს სავალუტო ფონდს, მსოფლიო ბანკს და ა.შ. ორშაბათს გადის ორი კვირა, რა დროსაც უნდა მოაწეროს ხელი [ზურაბიშვილმა]. თუ არ მოაწერს ხელს, მაშინ ხუთი დღის ვადაში მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ აქ საუბარი იმაზეა, რომ დრო გადის.“ - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.