გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ორჰუსის კონვენციის მხარე ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

20-10-2023

დუშანბეში, ორჰუსის კონვენციის ფარგლებში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ორჰუსის კონვენციის მხარე ქვეყნების გარემოს დაცვის სამინისტროებისა და ორჰუსის ცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზოგადოების მხრიდან ორჰუსის კონვენციის პრინციპების განხორციელების მნიშვნელობის შესახებ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების წარდგენას. 2002 წლიდან ეუთო მხარს უჭერს ორჰუსის ცენტრების ფუნქციონირებას და ორჰუსის კონვენციის განხორციელებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, აღმოსავლეთი ევროპაში, ცენტრალური აზიასა და სამხრეთ კავკასიაში.


შეხვედრაზე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა საქართველოში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების ხელშეწყობასთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარადგინა.


ორჰუსის ცენტრების ყოველწლიური შეხვედრა ქ. დუშანბეში (ტაჯიკეთი) ეუთოს, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საქმიანობის კოორდინატორის ოფისის (OSCE) ორგანიზებით გაიმართა.