გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია აბაშიძე: რადიკალი რევანშისტების ობსტრუქციის ფონზე, ევროკომისიის კიდევ ერთი რეკომენდაცია შესრულდა, რომელიც ითვალისწინებს პარლამენტისა და ჯანსაღი სამოქალაქო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობას

20-10-2023

ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს - საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

როგორც აბაშიძე წერს, სასიხარულოა, რომ საქართველოს სამოქალაქო სექტორს წარმოადგენს მრავალი ორგანიზაცია, რომელიც არ უკავშირდება "ნაცების" ე.წ. NGO-ებს და ორიენტირებულია ქვეყნის განვითარებაზე და არა დესტრუქციაზე.

 

„რადიკალი რევანშისტების ობსტრუქციის ფონზე, ევროკომისიის კიდევ ერთი რეკომენდაცია შესრულდა, რომელიც ითვალისწინებს პარლამენტისა და ჯანსაღი სამოქალაქო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობას.


საქართველოს პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის - საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ.

 

ეროვნული პლატფორმა 200-ზე მეტ სხვადასხვა პროფესიული მიმართულების ორგანიზაციას აერთიანებს, რაც გაამდიდრებს კონსტრუქციულ საპარლამენტო მსჯელობას. მემორანდუმის საფუძველზე დაემატება ახალი ფორმატები. პლატფორმა დაასახელებს საპარლამენტო მდივანს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოსთან ექნება განსაკუთრებით მჭიდრო კომუნიკაცია სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივაზე.

 

ამგვარი თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ასოცირების შეთანხმების შესრულებას, სადაც ძალიან ბევრი რთული, ტექნიკური, სოციალურად მნიშვნელოვანი საკითხია ევროკავშირის სხვადასხვა დირექტივის განხორციელებისთვის.

 

სასიხარულოა, რომ საქართველოს სამოქალაქო სექტორს წარმოადგენს მრავალი ორგანიზაცია, რომელიც არ უკავშირდება "ნაცების" ე.წ. NGO-ებს და ორიენტირებულია ქვეყნის განვითარებაზე და არა დესტრუქციაზე“-წერს გია აბაშიძე.