გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობა და მეგობრობა თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებს ემყარება - ლევან დავითაშვილმა ყაზახ ხალხს ყაზახეთის რესპუბლიკის დღე მიულოცა

21-10-2023

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყაზახეთის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მალიკ მურზალინს და მთელ ყაზახ ხალხს დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება უსურვა.


„ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გულითადად მივულოცო ყაზახეთის მთავრობას და მეგობარ ხალხს ეს მნიშვნელოვანი დღესასწაული. გასულ წელს ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი. ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობა და მეგობრობა მტკიცედ ემყარება თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებს" - განაცხადა ვიცე-პრემიერმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.


როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, გლობალური პანდემიის მიუხედავად, ბოლო წლებში საქართველოსა და ყაზახეთს შორის პოლიტიკური-ეკონომიკური პარტნიორობა არ შესუსტებულა. მეტიც, თანამშრომლობამ არაერთ სფეროში კიდევ უფრო აქტიური ხასიათი მიიღო, რასაც 2022 -2023 წლებში მაღალი დონის, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ვიზიტებმა ახალი იმპულსი და სტიმული შესძინა.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, საქართველოსა და ყაზახეთს შორის განსაკუთრებით წარმატებული დინამიკით ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა - ყაზახეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორია. ლევან დავითაშვილის მიერ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში ორმხრივი ვაჭრობა თითქმის 200%-ით გაიზარდა და 524,89 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოში ყაზახეთიდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ კი 2023 წლის პირველ ორ კვარტალში 25,67 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.


„ხაზი უნდა გაესვას შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას ტრანსპორტის, სატრანზიტო და საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურის სფეროებში. ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ TRACECA-ს, Middle Corridor-ისა და CAREC-ის პროექტების ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში, ყაზახეთისა და საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში, ფოთში საფუძველი ჩაეყარა მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას. ჩვენ ასევე მივესალმებით ჩვენს ქვეყნებს შორის ტურისტული კავშირების განვითარებას - ყაზახეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ უკვე გადააჭარბა პანდემიამდელ მაჩვენებლებს და მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში თითქმის 58 ათასს მიაღწია", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.


ამასთან, ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით მომავალში გამოსაყენებელი უზარმაზარი პოტენციალი არსებობს არაერთი მიმართულებით.