გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მარიამ ქვრივიშვილი საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრის მოადგილეს სულთან ალ მუსალამს შეხვდა

21-10-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრის მოადგილეს სულთან ალ მუსალამს შეხვდა.


შეხვედრა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური ასამბლეის ფარგლებში უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში გაიმართა.


შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით. აღინიშნა, რომ საუდის არაბეთში ბოლო წლებში საქართველოს, როგორც მიმზიდველი და უსაფრთხო ტურისტული მიმართულების, პოპულარობა მატულობს, რაც ამ ქვეყნიდან ტურისტულ ნაკადების ზრდაზე აისახა. გარდა ამისა, დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისების სიხშირეების ზრდაც, რაც ასევე პოზიტიურად მოქმედებს ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ტურიზმის სფეროში. აღინიშნა, რომ ამჟამად საუდის არაბეთიდან საქართველოში ფრენები კვირაში 9 სიხშირით ხორციელდება, ამასთან, ზაფხულის საავიაციო სეზონში ფრენების სიხშირე და მიმართულება მატულობს.


მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საუდის არაბეთი საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია. „ჩვენ აქტიურ და მიზნობრივ მარკეტინგულ კამპანიებს ვატარებთ საუდის არაბეთში, სადაც სულ უფრო და უფრო იზრდება ინტერესი საქართველოს მიმართ. საუდის არაბეთში მოსწონთ ჩვენი ბუნება, სამზარეულო, ტრადიციები და სხვა ატრაქციები და სიამოვნებით ჩამოდიან ჩვენთან ტურისტული ვიზიტებით," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. შეხვედრაზე ასევე დადებითად შეფასდა საუდის არაბეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის ელექტრონული ვიზების აღების გამარტივებამ, რომელიც ორმხრივ მიმოსვლას უფრო მეტად შეუწყობს ხელს და დადებითად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებზე.


შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებით.