გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე და 21 წლამდე ახალგაზრდების მიერ ყველა სახის სივრცეში მარიხუანას მოხმარება დასჯადი იქნება

12-09-2018

ყველა სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე და ასევე, 21 წლამდე ახალგაზრდების მიერ ყველა სახის სივრცეში მარიხუანას მოხმარება დასჯადი გახდება.
ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. 
მისივე თქმით, დასჯადი იქნება ასევე 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა მარიხუანას მოხმარებაში.


„საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების ლოგიკიდან და სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენი ნარკოპოლიტიკის კონტექსტში გახდა აუცილებელი მოხდეს შინაარსობრივი და ეფექტური რეგულირება მარიხუანას მოხმარების. ამ ნაწილში, ჩვენ მთავრობის დავალებით გავატარეთ გარკვეული სამუშაოები და მივაღწიეთ კანონის ისეთ ხარისხს, რომელიც გვაძლევს ეფექტური რეგულირების საშუალებას, რაც გულისხმობს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არეალი იქნება მაქსიმალურად შემცირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ მარიხუანის მოხმარება არ იქნება დასჯადი, მხოლოდ და მხოლოდ პირად სივრცეში.
ყველა სახის მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე იქნება დასჯადი. 21 წლამდე ახალგაზრდების მიერ მარიხუანას მოხმარება, ყველა სახის სივრცეში, სადაც ეს არ უნდა მოხდეს, იქნება დასჯადი. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ, სატრანსპორტო საშუალებების მართვა, გახდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი. გარდა ამისა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა მარიხუანას მოხმარებაში ასევე გახდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი.
ასევე ჩვენი ახალი ცვლილებებით მოხდება ადმინისტრაციული დარღვევის შემთხცევაში მთელი რიგი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვები, ხოლო სისხლის სამართლის კანონის დარღვევის შემთხვევაში მაშინ ეს სამოქაალქო შეზღუდვები იქნება აუცილებელი, თუმცა სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირობებში ეს იქნება მოსამართლის დისკრეცია“- განაცხადა გიორგი გახარიამ.