გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: თეირანის სამიტის მონაწილენი ეცდებიან დაიყოლიონ სომხეთის დელეგაცია ზანგეზურის საკითხის გადაწყვეტა მოაქციონ სამშვიდობო და კონსტრუქციულ კალაპოტში

23-10-2023

„მე მესმის ჩვენი ხელისუფლების პოზიციისა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ თეირანის სამიტი მთლიანად ეძღვნება სამხრეთ კავკასიის პრობლემატიკას - ანუ საქართველოსაც, სადამკვირვებლო დონეზე ამბის გამგებ და ჩამომტანს მაინც გავაგზავნიდი ირანში, მიუხედავად იმისა, რა მოსაზრება ექნებოდა ამაზე დეკანოიძეს, მაჭუტაძეს თუ ბუჩუკურს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

 

ქართველიშვილი თქმით, სამიტის მონაწილენი ეცდებიან დაიყოლიონ სომხეთის დელეგაცია ზანგეზურის საკითხის გადაწყვეტა მოაქციონ სამშვიდობო და კონსტრუქციულ კალაპოტში. 

 

„ხვალ ნომინალურად "ვითვლებით", რომ თეირანის "3+3"-ს სამიტის ფორმატში "მონაწილეობას ვიღებთ", თუმცა იქ ტრადიციულად არ ვიქნებით. 23 ოქტომბრის სამიტში სალომე ზურაბიშვილის და გიგი წერეთლის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პოლიტიკოსი და დიპლომატი სერგეი ლავროვი მიიღებს მონაწილეობას.

 

თუმცა, ამ ჯერზე თეირანის სამიტზე უნდა გადაწყდეს სომხეთის, უფრო სწორად ზანგეზურის დერეფნის საკითხი. სამიტის მონაწილენი შეეცდებიან დაარწმუნონ სომხეთის ხელისუფლება, რომ ზანგეზურის "უკრაინიზაციის" საკითხი წამგებიანი იქნება სომხეთისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ საწინააღმდეგო მოსაზრებაც არ უნდა ჩამოუყალიბოს ამაში ერევანს ვაშინგტონმა.

 

სამიტის მონაწილენი ეცდებიან დაიყოლიონ სომხეთის დელეგაცია ზანგეზურის საკითხის გადაწყვეტა მოაქციონ სამშვიდობო და კონსტრუქციულ კალაპოტში, ვინაიდან საომარი მოქმედებების შემთხვევაში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ სომხეთის ჯარს წარმატების ნულოვანი პერსპექტივები აქვს.

 

მე მესმის ჩვენი ხელისუფლების პოზიციისა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ თეირანის სამიტი მთლიანად ეძღვნება სამხრეთ კავკასიის პრობლემატიკას - ანუ საქართველოსაც, სადამკვირვებლო დონეზე ამბის გამგებ და ჩამომტანს მაინც გავაგზავნიდი ირანში, მიუხედავად იმისა, რა მოსაზრება ექნებოდა ამაზე დეკანოიძეს, მაჭუტაძეს თუ ბუჩუკურს“, - წერს ქართველიშვილი.