გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

GITA-ს ორგანიზებით, ქუთაისში პროექტი „CityThon“ გაიმართა

23-10-2023

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ქ. ქუთაისის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, ევროკავშირის “ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის” პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი CityThon, რომლის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 24 გუნდი შეირჩა. ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. 


საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, 2 დღის განმავლობაში მონაწილეები მუშაობდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ სივრცეში ქ. ქუთაისში არსებული მუნიციპალური სერვისების ტექნოლოგიური და ინოვაციური გზით განვითარებაზე, საბოლოოდ ოცი გუნდი საკუთარი ინოვაციური იდეის პრეზენტაციით ჟიურის წინაშე წარდგა.


პროექტის ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები Portall და Time Trips, რომლებიც ქუთაისის მერიის მუნიციპალური სერვისების გასავითარებლად (ტურისტული და სატრანსპორტო მიმართულება) დაამზადებენ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროდუქტებს. გამარჯვებულ გუნდებს პროდუქტის შესაქმნელად გადაეცა ჯილდო 5000 ევროს ოდენობით.


ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.


სამუშაო პროცესის ორგანიზება უზრუნველყო კომპანია ქლევერტონმა. პროექტის პარტნიორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და კომპანია Hotsale.