გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავში ხუთასამდე გერმანელი ტყვის ცხედარი აღმოაჩინეს

12-09-2018

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 500-მდე გერმანელი ტყვის ნეშტს მიაკვლიეს რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, 2017 წლის ნოემბერში დაწყებული გათხრების შემდეგ. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.


ტყვეთა საფლავების მოძიება 1 აგვისტოს შეწყდა, 6 სექტემბერს კი ისევ განახლდა. სამუშაოები, რომელშიც რუსთავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებიც მონაწილეობენ, "გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირის“ ინიციატივით ტარდება.


გერმანიიდან დაბრუნებულმა ექსპერტმა სლუტც მიულერმა თქვა, რომ საფლავების მოძიება მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.


„არცერთ ნეშტს, რომელიც აღმოვაჩინეთ, ძალადობის კვალი არ ემჩნევა, სავარაუდოდ ტყვეები ავადმყოფობამ ან შიმშილმა იმსხვერპლა“, - თქვა სლუტც მიულერმა.

გათხრები ტარდება ყოფილი სავენტილაციო ნაკეთობათა ქარხნის გვერდით, იქ, სადაც დანგრეული საწარმოს შენობები კიდევ შემორჩა. სლუტც მიულერი საძიებო სამუშაოებს მოლდოვაშიც ხელმძღვანელობს, სადაც მისი ინფორმაციით, დღეისათვის 6 500 გერმანელი ტყვის ნეშტს მიაკვლიეს. მისი თქმით, რუსთავის ტერიტორიაზე ტყვეთა რამდენიმე ბანაკი არსებობდა.


„ტერიტორიზე, სადაც ახლა გათხრები განვაახლეთ, სავარაუდოდ, ტყვეთა დიდი სასაფლაო იყო“, - თქვა გერმანელმა ექსპერტმა.

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში განმარტეს, რომ შემორჩენილი ცნობების მიხედვით, რუსთავის გარშემო არსებულ ბანაკებში დაახლოებით 4 000 გერმანელი ჰყავდათ ჩაყვანილი რუსთავის და მისი ქარხნების მშენებლობისთვის.



imedinews.ge