გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე „იმედის კვირის“ სიუჟეტზე: სწორედ, ასეთი “შავი ფულის” გამოაშკარავების საშიშროების გამო ააგორეს მარტის პროცესები, ხოლო ახლა ყველა საშუალებას იყენებენ, საქმე ბოლომდე მიიყვანონ

23-10-2023

"ევროკავშირის სტატუსის საბოტირების კვალდაკვალ, გრძელდება ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის დაფინანსება საქართველოში. პოლარიზაცია, რომელიც ერთი კრიტერიუმია სტატუსის მიღების პერსპექტივაში, თავიდანვე მიზანმიმართულად იქნა განწირული იმ აქტორების მხრიდან, ვინც ღიად აცხადებს საქართველოს მხარდაჭერას, ხოლო კულისებიდან მართავს რადიკალურ პროცესებს, რომ რამენაირად რევოლუციური პროცესები განვითარდეს," - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „იმედის კვირა“ - ში გასულ სიუჟეტს, სადაც ნათქვამია, რომ „ნაცების" ერთ-ერთი მოკავშირე ფსევდო-არასამთავრობო GDI (Georgian Democracy Initiative, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა") საპროტესტო აქციებზე დაჯარიმებულ ნაცრადიკალებს ფინანსურად ეხმარება.

 

როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, დღევანდელი ფორმაციის ოპოზიცია არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა, ამიტომაცაა გლობალური ომის პარტიის მხრიდან მხარდაჭერილი, არეულობა და სამოქალაქო დაპირისპირება.

 

„ევროკავშირის სტატუსის საბოტირების კვალდაკვალ, გრძელდება ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის დაფინანსება საქართველოში. პოლარიზაცია, რომელიც ერთი კრიტერიუმია სტატუსის მიღების პერსპექტივაში, თავიდანვე მიზანმიმართულად იქნა განწირული იმ აქტორების მხრიდან, ვინც ღიად აცხადებს საქართველოს მხარდაჭერას, ხოლო კულისებიდან მართავს რადიკალურ პროცესებს, რომ რამენაირად რევოლუციური პროცესები განვითარდეს. გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი ფორმაციის ოპოზიცია არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა, ამიტომაცაა გლობალური ომის პარტიის მხრიდან მხარდაჭერილი, არეულობა და სამოქალაქო დაპირისპირება. მარტის მოვლენები, რომელსაც ე.წ “მწვანე შუქი” ამერიკის ყოფილმა ელჩმა, კელი დეგნანმა აუნთო და “ხალხის ძალის” მხრიდან წარდგენილ კანონპროექტს რუსული კანონი უწოდა, ხოლო პროცესებში ჩართო უკლებლივ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც შეხება ჰქონდა “USAID”-თან და სოროსის ფონდთან. მარტის აქციებმა შედეგი, რომ ვერ მოუტანა ექსტრემისტებს ახლა, მცდელობაა იგივე პროცესების განმეორების. სწორედ “USAID” და სოროსის ფონდია ჩართული ახლაც, ახალი პროტესტის აგორების სადარაჯოზე. ამ ორგანიზაციების თანხები გამოიყენება, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევთა გირაოზე, ხოლო წარმომავლობა და მიზნობრიობა იმდენად ბუნდოვანია რომ დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს “შავ ფულთან”, რაც მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციურ, სამოქალაქო დაპირისპირებისთვისაა განკუთვნილი. მარტის აქციები, რა საბაბით დაიწყო? გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ აგორდა კამპანია, რადგან ამ კანონის გასვლის შემთხვევაში, მიზნობრიობა და წარმომავლობა ნებისმიერი თანხისა გამჭირვალე იქნებოდა. სწორედ, ასეთი “შავი ფულის” გამოაშკარავების საშიშროების გამო ააგორეს მარტის პროცესები, ხოლო ახლა ყველა საშუალებას იყენებენ, საქმე ბოლომდე მიიყვანონ სამოქალაქო დაპირისპირება იმ დონეზე მივიდეს, რომ პროცესები გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.