გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი: მურმან დუმბაძემ გააჟღერა რადიკალური ოპოზიციის მიზნები, რომ ისინი უკვე იბრძვიან კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ

23-10-2023

„ის რაც მურმან დუმბაძემ თქვა სამწუხაროდ, ეს არ არის ახალი. ოპოზიციის ბევრ ლიდერს აქვს ნათქვამი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კანდიდატის სტატუსი არის მიუღებელი. უბრალოდ, მურმან დუმბაძემ ეს უფრო ლაკონურად თქვა,“ - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებტან საუბრისას ოპოზიციონერ მურმან დუმბაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი.

 

„მან გააჟღერა რადიკალური ოპოზიციის მიზნები, რომ ისინი უკვე იბრძვიან კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ. რაც ბატონმა მურმანმა თქვა რამდენიმე წლის წინ, რომ ყველას მარჯვენა გაუხმება, ვინც ხუთიანს არ შემოხაზავსო, ახლა ყველას ასე გაუხმება ენა კანდიდატის სტატუსზე საწინააღმდეგო თქმაზე. ეს შევახსენოთ ბატონ მურმანს ახლა იმიტომ, რომ ის იმ ბანაკშია, რომელიც ებრძვის საკუთარ სახელმწიფოს“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

მან ოპონენტს სიფრთხილისაკენ მოუწოდა და დასძინა, რომ არ არის გამორიცხული დუმბაძე მისმა ამჟამინდელმა თანაგუნდელებმა ჩამოიშორონ. „მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა ხუთიანის შემომხაზავს გაუხმება ხელიო, ახლა ყველას, კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ მთქმელს გაუხმება ენა და ამიტომ, ცოტა ფრთხილად იყოს, ცოტა ხანში მისიანებმა არ თქვან, ეს ჩვენიანი არ არისო და გვერდზე გაწიონ,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.