გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი: ღრმად მწამს, რომ წლის ბოლოს მივულოცავთ საქართველოს და მივუსამძიმრებთ რადიკალურ ოპოზიციას კანდიდატის სტატუსის მოპოვებას

23-10-2023

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივასა და საქართველოს შანსებზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა. ამ კუთხით მან ოპოზიციის მცდელობებიც გაიხსენა.

 

„ჩვენ გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების გამოსვლები, რომ ქვეყანამ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ასევე, რადიკალური ოპოზიციის გამოსვლები და პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში არ არის დემოკრატია, ფორმალურად სრულდება 12-პუნქტიანი რეკომენდაციები და ა.შ.

 

მაგრამ მიუხედავად ამისა, როცა მაღალია ალბათობა იმისა, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ახლა უკვე შოკში ჩავარდნენ და ჩვენ ვხედავთ, რომ ცალკე სერგი კაპანაძე, თავის ათეულობით „ენჯეოს" ეუბნება, პირობები დაუწესეთ საქართველოს, ისე არ მისცეთ კანდიდატის სტატუსიო, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელიც (ვერ ჩამოყალიბდა ეს ვაშაძე ნაციონალურ მოძრაობაშია, თუ თავისი პარტია აქვს) ასევე ამბობს, რომ არ უნდა მისცენ კანდიდატის სტატუსი საქართველოს,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


მიუხედავად ამისა, დეპუტატი დარწმუნებულია, რომ დეკემბრის ბოლოს სურათი ქვეყნის და არა ოპოზიციის, საკეთილდღეოდ შეიცვლება. „მე ღრმად მწამს, რომ წლის ბოლოს მივულოცავთ საქართველოს და მივუსამძიმრებთ რადიკალურ ოპოზიციას კანდიდატის სტატუსის მოპოვებას," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.