გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოზარ სუბარი: იმისთვის იყო საჭირო აგენტების შესახებ კანონის მიღება, რომ საზოგადოებას სცოდნოდა, ვინ საიდან ფინანსდება და როგორც დღეს აღმოჩნდა, სლოვაკეთი იღებს იმის მსგავს კანონს, რომლის მიღებაც ჩვენ გვინდოდა მიმდინარე წლის მარტში

23-10-2023

„როგორც დღეს აღმოჩნდა, სლოვაკეთი იღებს იმის მსგავს კანონს, რომლის მიღებაც ჩვენ გვინდოდა მიმდინარე წლის მარტში,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ამის გამო სლოვაკეთის ახალ პრემიერზე დაიწყო შეტევა ნარატივით, რომ იგი არის პრორუსი.

 

„ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებს რომ ათავისუფლებენ და მათ ნაცვლად თანხას იხდის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, მის დამფინანსებლებს შორის იყო მოხსენიებული USAID-ი, მაგრამ რატომღაც, მათი ვებგვერდიდან გააქრეს USAID-ის სახელი. ესეც შეიძლება ჩავთვალოთ იმედად, რომ გადატვირთვა ხდება ჩვენს ურთიერთობებში. ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გადატვირთვა. თუმცა, მე ცოტა ღრმად შევალ ამ თემაში იმიტომ, რომ კარგად გვახსოვს, აგენტების კანონთან დაკავშირებით რა ხმაურიც იყო. აი, თუნდაც ამ მაგალითიდან კარგად ჩანს, რატომ არ უნდოდათ ამ კანონის და რატომ ჩაერთო ამ ბრძოლაში USAID-იც, აშშ-ს საელჩოც და არა მარტო საელჩო; რატომ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი რომ უკრაინის ომთან შედარებით უფრო მეტს საუბრობდა აბსოლუტურად უწყინარ კანონზე, რომელიც იყო ამერიკული კანონის გადმოტანა ქართულ სივრცეში. ახლა გასაგებია - იმიტომ, რომ არ უნდათ გამჟღავნდეს მსგავსი თემები. ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტშიც კარგად გამოჩნდა ის, რასაც კონკრეტულად ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირდაპირ ამბობს - საზოგადოებას რატომ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, დონორებმა კარგად იციან, რას ვაკეთებთო. სწორედ ამიტომ იყო საჭირო იმ კანონის მიღება და როგორც დღეს აღმოჩნდა, სლოვაკეთი იღებს იმის მსგავს კანონს, რომლის მიღებაც ჩვენ გვინდოდა მიმდინარე წლის მარტში. სლოვაკეთი ვახსენე და სლოვაკეთის ახალ პრემიერზეც ვიტყვი. დაიწყეს კამპანია, რომ ის პრორუსია და ა.შ.“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.