გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

უეს მიტჩელი: საქართველო არის დასავლეთი და ეს არის ქართველების არჩევანი

12-09-2018

"საქართველო აუცილებლად მოხვდება ნატო-ში, საქართველო არის დასავლეთი და ეს არის ქართველების არჩევანი" – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უეს მიტჩელმაგანაცხადა.
როგორც უეს მიტჩელმა აღნიშნა, ქართველებმა არაერთხელ თქვეს, რომ მათ უნდათ დემოკრატია, ევროინტეგრაცია, უნდათ ნატო-ს წევრობა.
„როგორც აპრილში აღვნიშნე, საქართველო მოხვდება ნატო-ში აუცილებლად, საქართველო არის დასავლეთი და ეს არის ქართველების არჩევანი. რამდენიმე წლის წინ, როცა სერგეი ლავროვი აკეთებდა კომენტარს საქართველოზე, ის ამბობდა, რომ დასავლეთი საქართველოში არ უნდა იყოს. რამდენიმე წლის წინ ლავროვმა თქვა, რომ დასავლეთი არის პოლიტიკური პეპელა, რომელიც დროდადრო გადაუფრენს საქართველოს. თუმცა, მე საწინააღდმეგოაზრი მაქვს და ვფიქრობ, რომ საქართველო არის სიღრმისეულად დასავლური ქვეყანა”, – განაცხადა მიტჩელმა.
მისივე თქმით, საქართველომ შექმნა ძლიერი ინსტიტუტები, უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში მშპ გაიზარდა 400%.
„ქართული პოლიტიკური ინსტიტუციები ებრძვიან კორუფციას, ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, ვფიქრობ, რომ საქართველო მუდმივად გიჩვენებს, რომ ეს არის მათი დასავლური მომავალი. საქართველო არის მნიშვნელოვანი სიმბოლო დასავლური თავისუფლების, დასავლური ღირებულებებისა და დემოკრატიისა. ისინი მძიმე სამეზობლოში არიან და არ იყო ისტორიულად ამ ყველაფრის დაცვა ადვილი. დღეს აშშ-ს და საქართველოს თანამშრომლობა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ეს ეხება უსაფრთხოების საკითხებსაც. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას საქართველოში, ოქტომბერში იქნება არჩევნები, საქართველო ებრძვის კორუფციას, ეს არის რეფორმებისადმი სერიოზული დამოკიდებულება”, – განაცხადა მიტჩელმა.