გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გურამ მაჭარაშვილი: გამოხატვის თავისუფლების დროს სხვამ არ უნდა ისარგებლოს და გარკვეული ტიპის პროვოკაციები არ უნდა მოაწყოს, ამიტომ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ

24-10-2023

„პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადება ახირებას ჰგავს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს დადებას გამოეხმაურა.

 

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობა ამ ვეტოს დაძლევს.

 

„სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციას ვერაფერი დააკლო, მასთან წააგო და გაბრაზებულმა ჯავრი ისეთ ცვლილებებზე იყარა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უნდა უზრუნველყოს.

 

რა თქმა უნდა, ამ ვეტოს დავძლევთ, რათა გამოხატვის თავისუფლების დროს, რომელიც დაცული უნდა იყოს ქვეყანაში, სხვამ არ ისარგებლოს და გარკვეული ტიპის პროვოკაციები არ მოაწყოს, რისი გეგმაც არსებობს, როგორც სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერებში ვნახეთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.