გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გენადი არველაძე: თბილისის სილქ როუდ ფორუმი" მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება, მოსამზადებელი სამუშაოები ფინალურ ეტაპზეა

24-10-2023

„თბილისის სილქ როუდ ფორუმის" მოსამზადებელი სამუშაოები ფინალურ ეტაპზეა, ღონისძიება მაღალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება, - ამ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და ფორუმის საორგანიზაციო შტაბის ხელმძღვანელი გენადი არველაძე ავრცელებს.


ფორუმი წელს უკვე მეოთხედ იმართება და მან ტრადიციული სახე მიიღო, ის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა ქვეყნებს, კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის დიალოგისთვის. წელს „სილქ როუდ ფორუმს" და მის 2000-ზე მეტ სტუმარს 60-მდე ქვეყნიდან თბილისი 26-27 ოქტომბერს უმასპინძლებს. როგორც გენადი არველაძე აღნიშნავს, წლევანდელი ღონისძიება უპრეცედენტოა არამარტო მონაწილეთა რაოდენობის, არამედ მაღალი წარმომადგენლობითი დონის თვალსაზრისით.


„ფორუმზე ძალიან ბევრი მაღალი დონის სტუმარი გვეყოლება - პრემიერ-მინისტრები რეგიონიდან, ასევე მინისტრები, სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების, ორგანიზაციების წარმომადგენლები, კერძო სექტორი - ამ მხრივ უპრეცედენტო დაინტერესება და მონაწილეობაა, რაც კიდევ უფრო ზრდის საქართველოს მიმართ ინვესტორთა ინტერესს. ამასთან, საქართველო რეგიონულ ჰაბად ყალიბდება და ამ თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის როლი სულ უფრო იზრდება", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.


წელს „სილქ როუდ ფორუმის" მთავარი თემა „დაკავშირებადობაა". გენადი არველაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატფორმა გამოყენებულია რეგიონის, ასევე ევროპისა და აზიის, სხვა ქვეყნების წარმომადგენლების მიერ. წელს ფორუმზე 10 პანელური სესიის მიმდინარეობისას დისკუსია წარიმართება ისეთი საკვანძო დარგების და საკითხების გარშემო, როგორიცაა - ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ტურიზმი, ფინანსური ტექნოლოგიები და ა.შ.
„ეს ის საკითხებია, რომლებიც კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნებს შორის დაკავშირებადობას, რაშიც საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება", - აღნიშნავს გენადი არველაძე.