გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხაროა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ღიად აფინანსებენ და ეხმარებიან სამოქალაქო სექტორს აქტიური პროტესტის ორგანიზებაში, რასაც დემოკრატიის განვითარებასთან არავითარი კავშირი არ აქვს

24-10-2023

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ინდიგო და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ თბილისში დაგეგმილ პრეზენტაციას, თემაზე „პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში“, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, საქართველოში დესტაბილიზაცია, არეულობა და სისხლიანი რევოლუცია არ იქნება! არ იქნება, რადგან ამას არ დაუშვებს არც ქართველი ხალხი და არც ქართული სახელმწიფო.

 

„საქართველოში დესტაბილიზაცია, არეულობა და სისხლიანი რევოლუცია არ იქნება! არ იქნება, რადგან ამას არ დაუშვებს არც ქართველი ხალხი და არც ქართული სახელმწიფო.

 

სამწუხაროა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც უკვე მრავალი წელია ეხმარებიან საქართველოში სამოქალაქო სექტორს, ბოლო წლებია ღიად აფინანსებენ და ეხმარებიან აქტიური პროტესტის ორგანიზებაში, რასაც არავითარი კავშირი დემოკრატიის განვითარებასთან არ აქვს, მისი მიზანი მხოლოდ საპროტესტო მუხტის გაძლიერება და რევოლუციური პროცესის განვითარებაა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან არაერთი მძიმე პროცესი გადაიტანა და ყველაზე მძიმე სწორედ სამოქალაქო ომი და პოლიტიკურ ნიადაგზე საზოგადოების დაყოფა და დაპირისპირება იყო. დღეს ყველას განსაკუთრებული ყურადღება და პასუხისმგებლობა გვმართებს, რომ არ მივცეთ საშუალება საქართველოს მტრებს განახორციელონ მზაკვრული გეგმა: საპროტესტო აქციების ფონზე სისხლიანი რევოლუციის მოწყობა და მეორე ფრონტის გახსნა, მითუმეტეს რუსეთ-უკრაინის ომის და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე.

 

საქართველოს დღეს სჭირდება მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ამისთვის სახელმწიფოც და ხალხიც ყველაფერს გააკეთებს“-წერს ვლადიმერ ბოჟაძე.