გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

არჩილ თალაკვაძემ 2015-16 წლებში დანამატი 67-ჯერ აიღო

4-12-2017

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისას, 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში, არჩილ თალაკვაძის ანაზღაურებამ 237 354 ლარი შეადგინა. თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომლის ოდენობა ამ პერიოდში 54 400 ლარი იყო, მან ხელფასის სრული ოდენობით დანამატი 67-ჯერ მიიღო, - ჯამში 182 954 ლარი.

არჩილ თალაკვაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2014 წლის  დეკემბერში დაინიშნა, საიდანაც, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო, 2016 წლის 8 სექტემბერს გადადგა. პარლამენტის წევრად იგი ოზურგეთის №59 მაჟორიტარული ოლქიდან იქნა არჩეული. არის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. 

ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, არჩილ თალაკვაძემ, 2016 წლის 1 იანვრიდან 8 სექტემბრამდე პერიოდში, შს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, სადაც მისი ყოველთვიური სარგო 2720 ლარი იყო, ანაზღაურების სახით 95 895 ლარი მიიღო, ანუ თვეში საშუალოდ 11 986 ლარი

მათ შორის, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა 8 თვეში შეადგენდა 21 760 ლარს, ხოლო დანარჩენი თანხა - 74 135 ლარი, - სხვადასხვა სახის დანამატებია

წინა ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, არჩილ თალაკვაძემ იმავე თანამდებობაზე 2015 წელს მიიღო 141 459 ლარი (თვეში საშუალოდ 11 785 ლარი), საიდანაც სარგოს ოდენობა 32 640 ლარი იყო, ხოლო 40-ჯერ მიღებული დანამატების ჯამური თანხა - 108 819 ლარი.

წყარო: "გურიის მოამბე"