« მაი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
13-09-2018
2018 წლის II კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 1,678,436 იყო. საერთაშორისო ვიზიტების უმრავლესობა (44%) დასვენება, გართობა, რეკრეაციის მიზნით განხორციელდა. ამის შესახებ Forbes-ის ქართული გამოცემა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.
საერთაშორისო ვიზიტების 53% საქართველოს დედაქალაქში განხორციელდა, შემდეგ ადგილზეა ბათუმი 27.5%-ით. დანარჩენ ქალაქებსა და ადგილებში შედარებით ნაკლები ვიზიტები დაფიქსირდა, მათ შორის: მცხეთაში (13.3%), მარნეულში (13%), ყაზბეგში (10.2%), სირნაღში (6.1%), თელავში (4.9%), ქუთაისში (4.6%), რუსთავსა (4.4%) და ბორჯომში (4%).
ვიზიტების უმეტესობა (53%) რეგიონულ დონეზე თბილისში განხორციელდა, შემდეგ მოდის ზღვისპირა აჭარა - 28%, მცხეთა-მთიანეთი - 22.5% და ქვემო ქართლი - 18.7%. დანარჩენი რეგიონებიდან ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა კახეთში - 10.4%, სამცხე-ჯავახეთსა - 9% და იმერეთში - 4.8%.