გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილის უცხოელ მრჩევლებს მოვუწოდე, რომ მას დაჟინებით ურჩიონ, არ გახსნას კონსტიტუციის უპატივცემულობის პანდორას ყუთი

24-10-2023

სალომე ზურაბიშვილის მრჩევლებს, განსაკუთრებით, უცხოელ მრჩევლებს მოვუწოდე, რომ მას დაჟინებით ურჩიონ, არ გახსნას პანდორას ყუთი – კონსტიტუციის უპატივცემულობის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი ადამიანი, იმის მიუხედავად, რა თანამდებობას იკავებს, ვალდებულია, ქვეყნის კონსტიტუციას პატივი სცეს.


„დავინახეთ, რომ პრეზიდენტმა დადასტურებულად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ჯერ კიდევ ბოლომდე მაინც იმედი არ მაქვს გადაწურული, მაგრამ, როგორც ჩანს, იქითკენ მიდის საქმე, რომ ის აპირებს, დარღვევა იყოს არა ერთეული ექსცესი მისი მხრიდან, არამედ იყოს სისტემა. მისი მხრიდან საქართველოს კონსტიტუცია არის აბსოლუტურად უპატივცემულო. ეს არის პანდორას ყუთი, რომლის გახსნასაც არავის ვუსურვებ. მის მრჩეველებს, განსაკუთრებით, უცხოელ მრჩეველებს მოვუწოდე, რომ მას დაჟინებით ურჩიონ, არ გახსნას პანდორას ყუთი – კონსტიტუციის უპატივცემულობის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.