გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სუბარი: სვანეთში ფეტვიან ხაჭაპურში და ჭვიშტარში კანაფი ჩვეულებრივი ინგრედიენტია

13-09-2018

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა.

"ჩემს ბავშვობაში, სტუდენტობის პერიოდში, მაგალითად სვანეთში ოჯახი არ იყო კანაფი არ ჰქონოდა დათესილი და ეს გამოიყენებოდა, ცხადია არა ფარმაციის მიზნით, იმიტომ რომ ამას გამოცდილება იქ არ იყო, არამედ ეს იყო ჩვეულებრივი საკვები კულტურა.  ჩემი სტუდენტობის პერიოდში ძალინ ძნელად იპოვიდი ახლგაზრდას, რომელეიც ერთხელ, ორჯერ ან ინტენსიურად ეტანებოდა მარიხუანას, ალბათ სვანეთი ერთ-ერთი მეტად დაცული  მხარე იყო ამითი. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ამბობენ რომ კანაფი კუბდარს უხდება, სოზარ სუბარმა უპასუხა:

ვინც ამბობს, რომ კუბდარს კანაფი უხდება, არაფერი იცის სვანური სამზარეულოს შესახებ. ეს მომისმენია ზურაბ ჯაფარიძისგან, კობა სუბელიანისგან, ეს ასე არ არის, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ხაჭაპურში და ჭვიშტარში ეს არის ჩვეულებრივი ინგრედიენტი. ეს არის სვანეთში გავრცელებული ფეტვიანი ხაჭაპური. რამდენიმე წლის წინ, ჩემს ახალგაზრდობაში სვანეთში ჩვეულებრივ მზადდებოდა კანაფისგან  ხაჭაპური, ისევე როგორც ნებისმიერი გასვენების იგრედიენრტი იყო კანაფის თესლისგან დამზადებული ფხალი, რომელშიც ცხადია, ნარკოტიკული შემცველობა იყო ნულოვანი, რადგან კანაფის თერმული დამუშავების შემდეგ იქ ნარკოტიკი არ რჩება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.




ipress.ge