გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: „ნაცსექტა“ ჩასაძირია, ხოლო მორიგი "პლასტიკური ოპერაციის" შემდეგ, "განახლებული" „ნაცები“ ცდილობენ ახალ პოლიტიკურ მომავალში "სუფთა ხელებით" შემოაბიჯონ...“

25-10-2023

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ხათუნა სამნიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სამნიძე ამბობს, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ხელს უშლის საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.

 

ქართველიშვილის სვამს კითხვას, საინტერესოა, რატომ გახდა იძულებული ხათუნა სამნიძე, თავისი ახალი კოლეგები დაედანაშაულებინა საქართველოსთვის ევრო-სტატუსის მინიჭების პროცესში გამიზნულ ხელის შეშლაში.

 

„როდესაც „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ცნობადი სახე, ექს-ომბუდსმენი გიორგი ტუღუში იძულებული იყო თავის ყოველწლიურ ანგარიშებში ნაწილობრივ მაინც ემხილა ჯალათობრივი რეჟიმი, გებადებოდა კითხვა, რატომ გააკეთა ეს? როდესაც ნაცების ერთგული VIP-მომხრე კაკო ბობოხიძე პირდაპირ ეთერში გვეუბნება: "რომ არა ჩვენი საარჩევნო მანიპულაციები 2012 წელს, ოცნება 70%-ს აიღებდა" კვლავ გებადება კითხვა, რა მოტივაციით "ჩაუშვა" მან თავისი კოლეგები და საჯაროდ ამხილა ჩადენილ უმძიმეს დანაშაულში? როდესაც "ნეო-ნაცი" ხათუნა სამნიძე იძულებული გახდა თავისი ახალი კოლეგები დაედანაშაულებინა საქართველოსთვის ევრო-სტატუსის მინიჭების პროცესში გამიზნულ ხელის შეშლაში კვლავ იგივე შეკითხვა გებადება, რა ხდება? ჩემი აზრით, ხდება ამ კორპორაციისთვის დამახასიათებელი პროცესის მორიგი მცდელობა "ახალ მატარებელში" გადაჯდომის სახით. იმ მატარებელში, რომელმაც 2024-ის არჩევნებამდე უნდა მიიყვანოს ისინი, ახალი "მემანქანითა" და ახალი "ბორტგამცილებლებით"...

 

როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილთან ვიზიტებმა არ ჩაიარეს უშედეგოდ და ვიზიტორებმა საჭირო რჩევა-დარიგებები მიიღეს. აშკარად "დაემთხვა" ეს ყველაფერი აშშ-ს ახალი ელჩის ჩამოსვლას და ქართულ პოლიტტექნოლოგებში საჭირო კორექტივების შეტანას - „ნაცსექტა“ ჩასაძირია, ხოლო მორიგი "პლასტიკური ოპერაციის" შემდეგ, "განახლებული" „ნაცები“ ცდილობენ ახალ პოლიტიკურ მომავალში "სუფთა ხელებით" შემოაბიჯონ...“- წერს ქართველიშვილი.