გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

შალვა პაპუაშვილი: რადიკალურ ოპოზიციაში აგონიაა, ქვეყნის შერყევა სურთ, ვერ არყევენ და, საბოლოო ჯამში, თავად ირყევიან

25-10-2023

აგონიაა, რაც რადიკალურ ოპოზიციაში ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


პარლამენტის თავჯდომარეს კითხვა დაუსვეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე. პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციაში ყალიბდება ანტიქართული კოალიცია, რომელიც შეიძლება, ერთი ან სხვადასხვა ჯგუფით იყოს წარმოდგენილი.


„აგონიაა იმით, რომ ჯგუფებს, რომელთაც ქვეყნის შერყევა სურთ, ქვეყანას ვერ არყევენ და, საბოლოო ჯამში, თავად ირყევიან. ეს არის შედეგი ანტიპატრიოტული ქცევის. ოპოზიციაში ყალიბდება ანტიქართული კოალიცია, რომელიც შეიძლება, ერთი ან სხვადასხვა ჯგუფით იყოს წარმოდგენილი.


მნიშვნელოვანია ის პრინციპი, რაზეც ეს გაერთიანებები იქმნება – ეს არის ანტიქართული კოალიცია, რომლის მიზანია არა ქართველი ხალხის მსახურება, არამედ რაღაც გარედან მოხვეული დღის წესრიგის განხორციელება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა კი განაცხადა: „კონკრეტული ადამიანები თავიანთივე მოქმედებებით დაშორდნენ პარტიას, თუ მოგვმართავენ, რომ სურთ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება, მზად ვარ, ეს დოკუმენტი გავატანო“.