გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი ამილახვარი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა

25-10-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი სამხრეთ კავკასიაშიმსოფლიო ბანკის ახლად დანიშნულ რეგიონულ დირექტორს,როლანდ პრაისს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 

გიორგი ამილახვარმა როლანდ პრაისს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს. მისი თქმით, არაერთი მასშტაბური ერთობლივი პროექტის განხორციელებით საქართველოს განათლების სისტემის განვითარების კუთხით  მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე ერთობლივი პროექტები - „საქართველოს ადამიანური კაპიტალი“ და „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“, რომლებიც განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის გაუმჯობესებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას ისახავს მიზნად.

 

შეხვედრის დასასრულს გიორგი ამილახვარმა მსოფლიო ბანკთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.