გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ალექსი ახვლედიანი: ჩვენი ნავსადგურები თანამედროვე, ციფრული სისტემების წყალობით თავისუფლად შეძლებენ ინტეგრირებას გლობალური გადაზიდვების ჯაჭვში

25-10-2023

25 ოქტომბერს, სასტუმრო ROOMS HOTELS TBILISI-ში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, ნავსადგურების გაერთიანების სისტემის (PCS) საიმპლემენტაციო ფაზის გახსნით შეხვედრას უმასპინძლა.


შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანი, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი, სამუშაო ჯგუფის წევრები და პროექტის პარტნიორების: საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს კარგი მმართველობის ფონდის (UK GGF), აშშ-ს ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები.


- "საქართველო მსოფლიოს, ევროპის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ევროინტეგრაციის პროცესს ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საზღვაო გადაზიდვებისა და სანავსადგურე სექტორის ინტეგრაცია საერთო ევროპულ სისტემაში", - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა - „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა" (MSW), რომლის დანერგვაც დასასრულს უახლოვდება, და „ნავსადგურების გაერთიანების სისტემა" (PCS), რომლის იმპლემენტაციასაც დღეს ვიწყებთ, სრულიად სხვა საფეხურზე აიყვანს ქართულ ნავსადგურებს. ჩვენი პორტები თანამედროვე, ციფრული სისტემების წყალობით თავისუფლად შეძლებენ ინტეგრირებას გლობალური გადაზიდვების ჯაჭვში."


PCS-ის იმპლემენტაციის ფაზის დასრულება 2025 წლის ბოლომდე იგეგმება. სისტემის პროგრამული და მატერიალურ უზრუნველყოფისთვის, EBRD-სა და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ საერთაშორისო ტენდერით ერთობლივად შეირჩა კონტრაქტორი კომპანია Actual IT. საერთაშორისო კომპანია ინოვაციური პროექტებისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე სპეციალიზირდება.


გლობალური მიწოდების ჯაჭვში სრულყოფილად ინტეგრირებისათვის, ქართული „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა" (MSW), რომლის იმპლემენტაციაც აქტიურ ფაზაშია, სამომავლოდ, "ნავსადგურების გაერთიანებულ სისტემას" (PCS) დაუკავშირდება და შექნის ერთიან ელექტრონულ პლატფორმას საზღვაო სექტორში სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფი გაცვლისთვის. საზღვაო "ერთი ფანჯრის სისტემა" (MSW) საჯარო სერვისების: გემის შემოსვლის-გასვლის პროცესის გაციფროვნებას და პროცედურების გამარტივებას გულისხმობს, ნავსადგურის გაერთიანებული სისტემის დანერგვა კი - სანავსადგურე კერძო სერვისების გაციფროვნებას მოიცავს, რაც მათ ოპტიმიზაციას, მართვის გაუმჯობესებას და ავტომატიზაციას გამოიწვევს და ხელს შეუწყობს საზღვაო სექტორში ლოჯისტიკური ეფექტიანობის ზრდას.


წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და საზღვაო ნავსადგურების გაციფროვნების პროცესში შეტანილი წვლილისთვის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა, მადლობა გადაუხადა ნავსადგურების გაერთიანების სისტემის დანერგვის პროცესში სააგენტოს მთავარ პარტნიორს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდს (GGF), ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს (ICS) და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს.