გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: მე დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას და შემდეგ უკვე დეკემბერში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, მე არ მინდა ამაზე მეტი ვუთხრა ჩვენს ხალხს

25-10-2023

მე დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას და შემდეგ უკვე დეკემბერში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა მე არ მინდა ამაზე მეტი ვუთხრა ჩვენს ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა სისტემატიურ კოორდინაციაში იმყოფება ევროპელ მეგობრებთან და კოლეგებთან.


„ეს პროცესი იყო, მოგეხსენებათ ძალიან გამჭვირვალე, ღია. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი ხელისშემშლელი გარემოება არსებობდა, ძალიან ბევრი საბოტაჟი თუ ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი ხელოვნური ბარიერები იქნა შექმნილი ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, მე არ მინდა წინასწარ დავასწრო მოვლენებს და წინასწარ რაიმე დავაანონსო, მაგრამ ჩემი მოლოდინი არის შემდეგი: ვითვალისწინებ რა ჩვენ მიერ გაკეთებულ საქმეებს, ასევე გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, ვითარებას, რომელიც შექმნილი არის მსოფლიოში, ასევე ვითვალისწინებთ რა იმ პრეცედენტებს, რომელიც უკვე შეიქმნა, შარშან მოლდოვას მისცეს, ასევე უკრაინას და ბოსნია ჰერცოგოვინას, რომელთაც საკმაოდ დიდი ჩამორჩენა ჰქონდათ და დღესაც აქვთ, შედარებით საქართველოსთან, მე დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას და შემდეგ უკვე დეკემბერში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. რა თქმა უნად მე არ მინდა ამაზე მეტი ვუთხრა ჩვენს ხალხს.


მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას. მინდა გითხრათ რომ ჩვენ სისტემატიურ კოორდინაციაში ვიმყოფებით ჩვენ ევროპელ მეგობრებთან, კოლეგებთან. მე ისიც ვთქვი ჩემს გამოსვლაში, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური კოორდინაცია და ინტერაქცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, პარტნიორებთან. იყო მთელი რიგი დაზუსტებები, ჩვენ საკმაოდ მოკლე პერიოდში, რამდენიმე კვირაში, კიდევ უფრო, საკმაოდ შთამბეჭდავი პროგრესიც ვაჩვენეთ, რომელიც აღინიშნა ჩემს შეხვედრებში", - განაცხადა პრემიერმა.