გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია, იმიტომ, რომ მას უმთავრდება პრეზიდენტობის ვადა და უნდა პოლიტიკაში დარჩენა

25-10-2023

როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია, იმიტომ, რომ მას უმთავრდება პრეზიდენტობის ვადა და უნდა პოლიტიკაში დარჩენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მისი შეთანხმებული მოქმედებები ოპოზიციასთანაც მხოლოდ ამას ადასტურებს.


„რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, მე არ მინდა მასზე ვილაპარაკო, როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია, იმიტომ, რომ მას უმთავრდება პრეზიდენტობის ვადა და უნდა პოლიტიკაში დარჩენა, მე ასე ავხსნიდი, რომ ყველაფერი უკავშირდება მის ამ სურვილს, რომ უნდა დარჩენა პოლიტიკაში, მისი აფილიაცია, კოორდინაცია და შეთანხმებული მოქმედებები ოპოზიციასთანაც მხოლოდ ამას ადასტურებს, მე მეტი კომენტარის კეთება აღარ მსურს, ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, მინდა ყველას წარმატებები ვუსურვო", - განაცხადა პრემიერმა.