გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ ამიტომ იყო საჭირო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომ საზოგადოებას სცოდნოდა, რაში იხარჯება "გარედან" შემოტანილი ფული

26-10-2023

"როგორც კი გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში მაედნის მოწყობასთან დაკავშირებით, ოპოზიციამ ეგეც სიცრუედ მონათლა და სუსმა პირდაპირ ეთერში გვასმენინა რევოლუციის ტრენინგები," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

 

ხუნდაძის თქმით, ოპოზიცია ცრუ ნარატივებით ცდილობს ფონს გასვლას, მაგრამ მათ ყველა ტყუილ ძალიან მალევე ეხდება ფარდა და ამიტომაც არის, რომ საზოგადოებაში ნდობა არ აქვთ.

 

"️უკვე ყველასათვის ცხადია, რომ ოპოზიციას მოკლე ფეხები აქვს და შორს ვერ წავა. ჯერ ამბობდნენ, ომში ვინ გვითრევსო და ბევრის ნათქვამს უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანის პირდაპირობამ აჯობა, ქართველი დედებისა და ბავშვების მსხვერპლი შეგვეშველებოდაო. ხმამაღლა ვთქვით, დასავლეთში გარკვეული ძალები ომში გვექაჩებიანო და ოპოზიციამ - ტყუილია ეს, კრემლის დაკვეთას ასრულებენო. არ დააყოვნა და თურქეთის პრეზიდენტმაც იგივე დაიჩივლა.

 

️როგორც კი გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში მაედნის მოწყობასთან დაკავშირებით, ოპოზიციამ ეგეც სიცრუედ მონათლა და სუსმა პირდაპირ ეთერში გვასმენინა რევოლუციის ტრენინგები. უფრო მეტიც, USAD -იდან მოლოტოვის მსროლელებს ფული გაუგზავნეს, რომ ზედმეტად არ გახარჯულიყვნენ და მოლოტოვის კოქტეილის სროლის სურვილი არ გაქრობოდათ.

 

️სწორედ ამიტომ იყო საჭირო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომ საზოგადოებას სცოდნოდა, რაში იხარჯება "გარედან" შემოტანილი ფული. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს წაუკითხავად გააპროტესტებინეს და მას შემდეგ არაერთი დასავლური ქვეყანა ალაპარაკდა ამ კანონის საჭიროებაზე.

 

ჩვენგან ხმამაღლა ითქვა, ოპოზიციის ლიდერები კანდიდატის სტატუსის მიღებას ეწინააღმდეგებიანო და ოპოზიციამ - ტყუილია, ეს"რუსეთუმეების" სიზმრებიაო. დღეს კი ერთმანეთს ასწრებენ აღიარებით განცხადებებში. თავის თანაგუნდელებს ამხელენ, რომ დასავლეთში ისინი კანდიდატის სტატუსს ხშირად წინ ეღობებოდნენ. ზოგი მათგანი ღიადაც ყვირის, არ გაბედოთ სტატუსის მიცემა, ქართულ ოცნებას დაეწერებაო.

 

️გახსოვთ ალბათ, თითქოს ამერიკელებისგან საქართველოში სამხედრო ბაზის გახსნას "ქართული ოცნება" ეწინააღმდეგებოდა და თავად აშშ-ს საელჩომ მკაცრად უარყო, რომ მსაგავსი არასოდეს ყოფილა.

 

️საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშალაო და ქვეყნის ბიუჯეტში ნამატ 800 მილიონს განხილვის დროს წუწკად ინაწილებდნენ.

 

მოკლედ, მოკლეა მატყუარა ოპოზიციის ფეხები და საკუთარი თავის იმედი თავადაც აღარ აქვთ. სწორედ ამიტომ, სრულიად დამსახურებულად, სულს ღაფავენ," - წერს ხუნდაძე.