გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზაზა ხუციშვილი: პარკირების ზონალური გადასახადი მოთხოვნა-მოწოდების პრინციპს სრულად შეესაბამება    

13-09-2018


პარლამენტარ ზაზა ხუციშვილის განცხადებით, პარკირების ზონალური გადასახადი მოთხოვნა-მოწოდების პრინციპს სრულად შეესაბამება.

 

ხუციშვილი ზონალური პარკირების და ცხოველთა დაცვის შესახებ დედაქალაქის მერის ინიციატივას მიესალმება.

 

„მივესალმები კახი კალაძის ახალ ინიციატივებს ზონალური პარკირების და ცხოველთა დაცვის შესახებ. პარკირების ზონალური გადასახადი მოთხოვნა-მოწოდების პრინციპს სრულად შეესაბამება. ქალაქის ცენტრში და გარეუბანში პარკირება ერთი ფასი არ უნდა ღირდეს!  ქალაქის კუთვნილი საპარკინგე ადგილების შენახვა კი ოფისების ახლოს და დისტრიბუციის მანქანებისთვის არასწორი პრაქტიკაა. გარემოს დაცვის კომიტეტი 14 არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ასრულებს კანონპროექტზე მუშაობას " შინაურ ბინადარი ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ" თუმცა ქალაქის მერის ინიციატივას ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში კანონის გამკაცრებას ერთხმად დავუჭერთ მხარს!“- განაცხადა ხუციშვილმა.