გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე „ მაუწყებლობის კანონზე“ ჰერჩინსკის განცხადებაზე: მან როგორც ჩანს მიზანმიმართულად გააკეთა აქცენტი, რისთვისაც ბოლშევიკურ შავ სიაში შეიყვანა მილიონობით რუბლით დაფინანსებულმა ლიაკა ხოშტარიამ, პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი

26-10-2023

„ალბათ იხუმრაო ჰერჩინსკიმო, როცა ევროპაზე, ევროინტეგრაციაზე და საქართველოზე ლაპარაკობდა ევროინტეგრაციის პროცესში, ეს ხომ სიგიჟეა. როცა აღარ იცი რა უნდა თქვა, მაშინ გააკეთებ ასეთ სულელურ შეფასებას“- აღნიშნა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე, რომელმაც დადებით მოვლენად შეაფასა „მაუწყებლობის კანონზე“ მუშაობა, ოპოზიციის განცხადებები შეაფასა.


„ბატონმა ჰერჩინსკიმ, და მადლობა მას ამისთვის, კონკრეტულად იმ თემაზე და როგორც ჩანს, მიზანმიმართულად გააკეთა აქცენტი, რისთვისაც ბოლშევიკურ შავ სიაში შეიყვანა რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან მილიონობით რუბლით დაფინანსებულმა ლიაკა ხოშტარიამ, პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი.


პარლამენტის დეპუტატებმა, და დადასტურებულად ეს უკვე არის ევროკავშირის ელჩისგან, ევრო-რეკომენდაციების შესასრულებლად დააინიცირეს კანონი და გაიტანეს ბოლომდე, ამისთვის ბოლშევიკურ შავ სიაში შეიყვანეს რუსეთიდან დაფინანსებულმა ადამიანებმა ეს დეპუტატები. პირდაპირ გეტყვით, დიდი პატივია ამ სიაში ყოფნა იქიდან გამომდინარე, რომ თუ ამ სიაში ხარ, ესე იგი, გარანტირებულად ემსახურები შენს ქვეყანას და შენს ხალხს და ხვდები ფაშისტური იდეოლოგიის, ბოლშევიკების მიერ შედგენილ შავ სიაში, რომელიც გვაგონებს 1937 წლის სიას, 2012 წლის “ნაცების“ მიერ შედგენილ შავ სიას და ასე შემდეგ“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.