კვირა, ივნისი 01, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
კახა კუჭავა: დავასრულეთ მუშაობა, რომლის შედეგად შემუშავებულია კანონპროექტი კომპანიონი ცხოველების უფლებების დაცვის შესახებ

13-09-2018

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თბილისი მერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის სანქციების გამკაცრებას გულისხმობს.
კუჭავას თქმით, კომპანიონ ცხოველთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით კახა კალაძის განცხადება მისასალმებელია.

„მივესალმები თბილისი მერის განცხადებას კომპანიონ ცხოველთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, რადგან ეს პრობლემა ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ აქტუალურია და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. პარლამენტმა და თბილისის მერიამ, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დავასრულეთ მუშაობა, რომლის შედეგად შემუშავებულია კანონპროექტი კომპანიონი ცხოველების უფლებების დაცვის შესახებ და ძალიან ახლო მომავალში წარგენილი იქნება როგორც საკანონმდებლო ინიციატივა და მოხდება ამ კანონის ძალაში შესვლა“ - განაცხადა კახა კუჭავამ.