გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ევროკავშირის მხარდაჭერით, CSRDG სოციალური საწარმოების B2B გამოფენას უმასპინძლებს

26-10-2023

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)სექტორთშორისი თანამშრომლობის გასაღრმავებლად სოციალური საწარმოების B2B გამოფენას27 ოქტომბერს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“  უმასპინძლებს.


რიგით მეოთხე, მასშტაბური და გავლენაზე ორიენტირებული ღონისძიების მიზანია სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს, ასევე საზოგადოებრივ და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორობის ხელშეწყობა, პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვა და განვითარება მეტი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის უზრუნველსაყოფად.


სოციალური საწარმოები B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) გამოფენას დაესწრებიან ბიზნესსექტორის, დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.


ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მოწინავე ქართული სოციალური საწარმოების მრავალფეროვან პროდუქციასა და მომსახურებას ერთ სივრცეში; პირველად მოისმინონგავლენის გმირების ისტორიები, რომლებსაც საკუთარი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის პროცესში. გამოფენის სტუმრებისთვის სოციალურ საწარმოებს წარადგენენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის, როგორც დადებით სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებული ბიზნესის განვითარებას. 


B2B გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა სოციალური საწარმოებისთვის წარმოადგინონ საკუთარი პროდუქცია თუ სერვისები ერთ სივრცეში და დაამყარონ მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები წამყვან ბიზნეს კომპანიებთან; გაიცნონ და გააღრმაონ პარტნიორობა ერთმანეთთან;

ღონისძიების ფარგლებში ბიზნესსექტორს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს 50-მდე სოციალური და მწვანე საწარმოს მრავალფეროვნებას, გამართოს პირისპირ შეხვედრები და დანერგოს ან განავითაროს პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკა. ასევე, შექმნას მდგრადი დადებითი გავლენა სოციალურ და გარემოსდაცვით სფეროებში.

  

ინფორმაცია ღონისძიების შესახებ


B2B გამოფენა CSRDG-ის ინიციატივით 2017 წლიდან იმართება ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში. გამართული ღონისძიებების შედეგად გამოფენის მონაწილე სოციალურმა საწარმოებმა 80-მდე ბიზნესკომპანიასთან გამართეს 300-მდე B2B შეხვედრა,  გაფორმდა 200'000 ლარზე მეტი სექტორთაშორისი კონტრაქტი და გაძლიერდა 40-ზე მეტი საწარმო.


2023 წელს, B2B გამოფენის უნიკალური სპონსორია თიბისი ბიზნესისთვის;გამოფენის ოქროს სპონსორი და მწვანე საწარმოების წარმდგენია თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია “თეგეტა გრინ პლანეტი”; ღონისძიების ოქროს სპონსორია სასტუმროების ქსელი "ინნ ჰოსფითალითი"; ღონისძიების ვერცხლის მხარდამჭერია სოკარი და  ალგი აუდიტი;


B2B გამოფენის ფარგლებში სოციალური საწარმოების ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერის მიმართულებას European Fund for Southeast Europe (EFSE)-ს განვითარების პროგრამა უჭერს მხარს.


ღონისძიების მედია პარტნიორები:ბიზნესპარტნიორი, BMG, ფორმულა, პალიტრანიუსი, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, რადიო იმედი, რადიო კომერსანტი, BPN და Business Insider Georgia.

 

ინფორმაცია განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ:


საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) 1995 წელს შეიქმნა და სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ორგანიზაციის მისიაა საზოგადოების კეთილდღეობისათვის, კარგი მმართველობის, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა.