გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მიზანია, რომ განვახორციელოთ ფართომაშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ვავითარებთ ახალ პორტს ანაკლიაში, ეს არის ღრმაწყლოვანი პორტი და ეს პრიორიტეტია ჩვენთვის

26-10-2023

საქართველო ასევე სარგებლობს საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერით და მართლაც, ეს უფრო აისახება ინვესტორებისთვის დადებით სარისკო მდგომარეობად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჩვენს წინაშე უკვე არსებობს შესაძლებლობები, რომ უფრო უზრუნველვყოთ დაცულობის შესაძლებლობები და საერთაშორისო დონეზე მოხდეს დივერსიფიკაცია.


„მნიშვნელოვანია, რომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკოსისტემაც არსებობდეს. ასევე, ეს, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, უკვე შთამბეჭდავი არის ეს ყველაფერი და ჩვენი ქვეყნის პოზიცია უკვე სხვადასხვა ინდექსებით გამყარებულია, როგორიც არის მაგალითად ბიზნესის კეთების სიმარტივე, მმართველობა ან კანონის უზენაესობა.


ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ როგორც რეგიონული ცენტრის პოზიციის ქვეყანა, ჩვენი მიზანი არის, რომ განვახორციელოთ ფართომაშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩვენ ვავითარებთ ახალ პორტს ანაკლიაში, ეს არის ღრმაწყლოვანი პორტი და ეს არის პრიორიტეტი ჩვენთვის. ჩვენი, როგორც საზღვაო ქვეყნის კონკურენტუნარიანობისთვის და ეს მწვანე ველი თუ მწვანე სფერო ნამდვილად უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ღრმაწყლოვანი პორტი გვექნება, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე იქნება განთავსებული. ნამდვილად, ეს იქნება შესაძლებლობა იმის, რომ ყოველწლიურად 100 მლნ ტონის გადაზიდვა მოხდეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.