გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

26-10-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს - ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.


შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ურთიერთობებს, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო; ყურადღება გამახვილდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" მნიშვნელობაზე; აღინიშნა, რომ ფორუმზე წარმართული დისკუსიები სამომავლოდ უფრო ღრმა თანამშრომლობისთვის მყარ ნიადაგს შექმნის; განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის საკითხები; ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას; საუბარი შეეხო ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს; ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში იმყოფება.