გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის მერზე: ეს ნაგავი თავისით არ გადამდგარა

13-09-2018

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ზუგდიდი მერი ლაშა გოგია თანამდებობიდან მხოლოდ მას შემდეგ გადადგა, რაც ოპოზიციას მის მიერ ქრთამის აღების ჩანაწერი ჩაუვარდა ხელთ.
ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ეს ნაგავი თავისით არ გადამდგარა. მხოლოდ მას შემდეგ დაწერა განცხადება, რაც სუსმა შეატყობინა, რომ ოპოზიციას ხელში მის მიერ ქრთამის აღების ჩანაწერი ჩაუვარდა.
ასე ყიდის ივანიშვილის თითოეული მონა ყოველდღიურად ხალხის ინტერესებს.
მინდა მოვუწოდო გამოძალვის ყველა მსხვერპლს, ასევე მოგვაწოდონ ჩანაწერები, რათა თითოეულს კანონის მთელი ძალით ვაგებინოთ პასუხი“- აცხადებს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერი, ლაშა გოგია თანამდებობიდან გადადგა. არსებული ინფორმაციით, მისი პოსტიდან წასვლა შესაძლოა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს უკავშირდებოდეს.