გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ალი ასადოვი: კოორდინირებულად ვატარებთ სატრანსპორტო ოპერაციებს საქართველოსთან და სხვა პარტნიორებთან ჩვენს რეგიონში

26-10-2023

შუა დერეფნის ეფექტურობის გაზრდის მიზნით ჩატარებული ოპერაციების შედეგად მოკლევადიანი და ასევე, მოკლე დროში მიღებულ იქნება მნიშვნელოვანი ინდიკატორები და ეს აისახება ტრანსპორტირების სიჩქარეში და ასევე, ხარისხში და კიდევ, მაგალითად, ყაზახეთიდან საქართველოს პორტებში ტვირთის გატანისთვის დახარჯული დრო მნიშვნელოვნად შემცირებულია წინა წელთან შედარებით, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ალი ასადოვის თქმით, მიზანი არის ის, რომ მომავალი წლისთვის ეს დრო კიდევ ორჯერ შემცირდეს.


„ვფიქრობ, რომ უახლოეს პერსპექტივაში შესრულებული სამუშაო თავის სარგებელს მოიტანს და ეს დერეფანი მართლაც გახდება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სწრაფი დერეფანი გლობალურ დონეზე. ცხადზე ცხადია, რომ რკინიგზის გარდა შუა დერეფნის პოტენციალი მჭიდროდ არის დაკავშირებული პორტებში ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობებთან. ამ მხრივ ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტი, რომელიც არის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო საზღვაო პორტი კასპიის ზღვაში, უკვე ზემოთ მოხსენიებული სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელოვან ჯაჭვს წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე.


ამჟამად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, იმისათვის რომ ამ პორტში ტვირთების გადაზიდვის სიმძლავრეები 15 მილიონი ტონიდან 25 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.


ბათუმისა და ფოთის პორტები საქართველოში ასევე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენენ შუა დერეფნისთვის, ამავდროულად ყულევის პორტის გაფართოება აზერბაიჯანის მიერ, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, რა თქმა უნდა, ესეც წვლილს შეიტანს შუა დერეფნის განვითარებაში.


ჩვენ კოორდინირებულად ვატარებთ სატრანსპორტო ოპერაციებს საქართველოსთან და ასევე, სხვა პარტნიორებთან ჩვენს რეგიონში. ნამდვილად სასიხარულოა იმის დანახვა, რომ საქართველო დიდ საქმეს აკეთებს ამ სფეროში, ამის მაგალითია რკინიგზის მოდერნიზება, პორტების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება.


გარდა ამისა, აზერბაიჯანისა და საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგში, არის ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტი. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ სფეროშიც ვითანამშრომლოთ.


გარდა პორტებისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო სატვირთო გადაზიდვის საშუალებები არსებობდეს საქონლის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებით უნდა აღნიშნოს რომ აზერბაიჯანს კასპიის ზღვაზე ყველაზე დიდი გადასაზიდი საშუალებები გააჩნია. მაგალითად, ჩვენთან გემთმშენებლობის კუთხით წარმატებით ხორციელდება შეკვეთები და სხვადასხვა დანიშნულების და მიზნობრიობის გემები შენდება და ასევე, ხდება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მათი შეკეთება", - განაცხადა ალი ასადოვმა.