გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რომეო მიქაუტაძემ აბრეშუმის გზის ფორუმზე საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკასა და რეგიონალურ თანამშრომლობაზე ისაუბრა

27-10-2023

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ენერგეტიკის თემატურ სესიაზე „ენერგეტიკის დიფერსიფიკაცია - გზა ენერგოუსაფრთხოებისკენ", ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, მიმდინარე პროექტებზე, რეგიონალურ თანამშრომლობასა და აღნიშნული სფეროს განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.


„საქართველო ფლობს მნიშვნელოვან ენერგორესურსებს. ძირითადად, ეს არის განახლებადი ენერგიის წყაროები - იქნება ეს ჰიდრო, მზის თუ ქარის ენერგიები. ვცდილობთ, რომ ეს რესურსები პაკეტის სახით წარვუდგინოთ ინვესტორებს, რომ უზრუნველვყოთ უფრო უსაფრთხო ენერგომომავალი. ეს არის ჩვენი მორალური ვალდებულება" - აღნიშნა მიქაუტაძემ.


მისი თქმით, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება და შემდგომი განვითარება წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტს. ამიტომ, მთავრობამ 2022 წელს დაიწყო ახალი მხარდამჭერი სქემა ინვესტორებისთვის, რომელიც ეფუძნება კონკურენციას, ბაზრის წესებს და გამჭვირვალე აუქციონებს.


პანელური დიკუსიის ფარგლებში, მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს ენერგეტიკულ ცენტრად ჩამოყალიბების და ენერგორესურსების დივერსიფიკაციის ხელშემწყობ ფაქტორებს. მისი შეფასებით, იმისთვის, რომ გამოიყენო ადგილობრივი რესურსები, საჭიროა სხვადასხვა ქვეყნებთან უფრო მაღალი ხარისხის დაკავშირება.


„ამ მხრივ ხაზგასასმელია გაზსადენის, ასევე წყალქვეშა კაბელის პროექტები, რომლებიც შექმნიან დივერსიფიკაციის ორ ახალ არეალს როგორც ამიერკავკასიისთვის,ისე ევროპისთვის." - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.


ენერგოუსაფრთხოების და ენერგეტიკის დივერსიფიკაციის საკითხებისადმი მიძღვნილ პანელურ დისკუსიაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილესთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი სებასტიან ბურდუია, უნგრეთის საგარეო ურთიერთობისა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიარტო, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ელნურ სულტანოვი, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ჰაკობ ვარდანიანი, „EIB Global"-ის დირექტორი ლიონელ რაპაილე და „International Finance Corporation"-ის რეგიონალური ხელმძღვანელი პატრიკ ავატო.