ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ნინო ფოჩხუა: "სლავა უკრაინი" საზოგადოებას მივმართავ - აბა მიპასუხეთ, უკრაინული FARA, რუსულია?

27-10-2023

"სლავა უკრაინი" საზოგადოებას მივმართავ: აბა მიპასუხეთ, უკრაინული FARA, რუსულია? - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ ლობირების შესახებ კანონპროექტის დაანონსებას.


ფოჩხუა აღნიშნავს, რომ დავით არახამია დასცინის და მტრობს საქართველოს.


„აი ამ კლოუნს როდემდე უნდა დაუკრათ ტაში, ნუთუ ვერ ხვდებით ეს უსამშობლო ფულზე გაყიდული არარაობა, როგორ მტრობს ჩვენს ქვეყანას, როგორ არაფრად მიაჩნია ჩვენი ლამაზი, ნიჭიერი ხალხი. ამათთვის თურმე შეიძლება ეს კანონი, ჩვენთვის კი არა, თან დაგვცინის, თქვენ კი ტაშს უკრავთ ამ ნაძირალას. თავმოყვარეობის და ღირსების ამბავია, თორემ არახამია ვერაფერს რომ ვერ ავნებს ქვეყანას, ეს კარგად ვიცი,“ - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.