გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი უცხოური აგენტების შესახებ კანონზე: თურმე, ეს კანონპროექტი ყოფილა მოჯადოებული და უცხოეთში არის დემოკრატიული და საჭირო და როგორც კი გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს, ხდება რუსული

27-10-2023

„მაინტერესებს, რატომ დაატარებენ მთელ მსოფლიოში „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ და ახლა უკრაინა, კანადა იღებს, ასევე, ევროპარლამენტში იღებენ“,- ასე ეხმაურება, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას ლობირების შესახებ კანონპროექტის წარდგენის დაანონსებას.

 

მაჭარაშვილისთვის თქმით, საქართველომ ეს კანონი არასწორი ზეწოლის გამო ვერ მიიღო, თუმცა ყველა ხვდება რომ ეს კანონპროექტი ქვეყნისთვის საჭირო ყოფილა. 

 

„მაინტერესებს, რატომ დაატარებენ მთელ მსოფლიოში „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ და ახლა უკრაინა, კანადა იღებს, ასევე, ევროპარლამენტში იღებენ. გარდა ამისა, ეს კანონი კარგად მოქმედებს ამერიკაში.

 

„ამიტომ ახლა საზოგადოებასაც აინტერესებს, რანაირად ხდება ისე, რომ ეს კანონპროექტი, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ, არის ფინანსური გამჭვირვალობისთვის კარგი უცხოეთში და არ ვარგა საქართველოში.

 

მე მივაგენი პასუხს: თურმე, ეს კანონპროექტი ყოფილა მოჯადოებული და უცხოეთში არის დემოკრატიული და საჭირო და როგორც კი გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს, ხდება რუსული. მართალია, ჩვენ არასწორი ზეწოლით ეს კანონი ვერ მივიღეთ, მაგრამ კარგად მუშაობს და რაც ყველაზე მთავარია, სიმართლე იმარჯვებს და ყველა ხვდება რომ ეს კანონპროექტი მოქალაქეებისთვის საჭირო ყოფილა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.