გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს და კატარს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ ურთიეთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა

27-10-2023

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და კატარის სახელმწიფოს ტრანსპორტის მინისტრმა ჯასიმ ბინ საიფ აჰმედ ალ სულაიტმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ ურთიეთთანამშრომლობის მემორანდუმს.


ხელმოწერა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.


მემორანდუმის ხელმოწერა ხელს შეუწყობს ქართველი მეზღვაურების დასაქმებას.


საქართველოს მეზღვაურთა სერტიფიკატების აღიარებასთან დაკავშირებით მემორანდუმები გაფორმებული აქვს მსოფლიოს 72 ქვეყანასთან, ხოლო კატარი გახდა 73-ე სახელმწიფო ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგ.