გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილი: საქართველოს დადებითი ეკონომიკური ტრაექტორია - ეს არის კარგად შემუშავებული მაკრო-ეკონომიკური პოლიტიკის რიგი სტრატეგიული რეფორმების და ჩვენი ამბიციების შედეგი

27-10-2023

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" მეორე სამუშაო დღე საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში რამდენიმე ძირითადი აქცენტი გააკეთა, მათ შორის ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და ერთად ახალი შესაძლებლობების გამოყენებაზე გამომწვევების გამკლავების პროცესში, ასევე ერთობლივი ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ ეკონომიკას.


„ჩვენ ვიზიარებთ ერთსა და იმავე მისიას, ერთობლივად გამოვიყენოთ გაჩენილი შესაძლებლობები და გადავჭრათ გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყნები დგანან. მსურს, ხაზი გავუსვა, რომ აქ წარმოდგენილი თითოეული ქვეყანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს არამხოლოდ საკუთარი ეკონომიკის განვითარებაზე, ისინი ასევე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ თავიანთი მეზობელი ქვეყნების კეთილდღეობაზე და წინსვლაზე შუა დერეფნის გასწვრივ. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყნებსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობა, კოლაბორაცია არასდროს ყოფილა იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს არის ახლა, ამ ეტაპზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ქვეყანა ცდილობს განავითაროს ხელსაყრელი, პროგნოზირებადი და ბიზნესისთვის კეთილგანწყობილი ეკონომიკა და საქართველოც სწორედ ამ გზას მიყვება. როგორც მან აღნიშნა, დროთა განმავლობაში ქვეყანა გახდა სტაბილური, უსაფრთხო, სანდო და მიმზიდველი პარტნიორი, მათ შორის უცხოელი ინვესტორებისთვის.


ეკონომიკის მინიტრმა დღეს ფორუმის დელეგატებს ასევე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნის პროცესში გადადგმული ნაბიჯების და მიმდინარე რეფორმების შესახებ.


„ჩვენი დადებითი ეკონომიკური ტრაექტორია - ეს არის კარგად შემუშავებული მაკრო-ეკონომიკური პოლიტიკის მთელი რიგი სტრატეგიული რეფორმების და ჩვენი ამბიციების შედეგი, რაც გულისხმობდა საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს დაახლოებას ევრო კავშირთან. ჩვენ ამ გზაზე პრიორიტეტად დავსახეთ, რომ ვყოფილიყავით მიმზიდველი და შეგვექმნა ხელსაყრელი პირობები უცხოელი ინვესტორებისთვის - დღეს საქართველო მე-8 ადგილს იკავებს OECD-ის კვლევაში FDI-ის ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი ქვეყნების ინდექსით. თუმცა, ვაღიარებთ, რომ რეფორმები არ არის ჩვენი საბოლოო დანიშნულების წერტილი და ჩვენ განვაგრძობთ ამ პროცესს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.


ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა მუშაობს საკანონმდებლო ბაზის დახვეწის მიმართულებით, რათა საინვესტიციო კანონი უფრო უკეთესად იქნეს შემუშავებული და ხელი შეუწყოს როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ინვესტიციებს.